imedi /  03 მარტი 2021, 18:24 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა არ უნდა დარჩეს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც დიდ როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში, მოწადინებულია, რომ შეიქმნას ფორმატები, რომელიც უზრუნველჰყოფს ამ გრძელვადიან მშვიდობას.

„ჩვენ გვესმის მათი პოზიცია, მაგრამ მე ამავე დროს მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ ამ ფორმატებში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ბუნებრივია, ამ ფორმატში ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ვიდრე არ გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისკენ. ჩვენ ეს მკაფიო პოზიცია გვაქვს.

მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, არ უნდა დარჩეს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა. ამის ბევრი კარგი მაგალითია, როგორც ჩვენი სამმხრივი ფორმატი, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ერზერუმი, სწორედ ეს არის ის, სადაც ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლების წინადადებაა, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად აზერბაიჯანს და სომხეთს შორის საუბრის კონკრეტულ თემებზე – ეკონომიკური ხასიათის თემებზე, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებზე, იგივე ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ სვლას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი ანკარაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 აპრილი 2021, 18:44

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინები კვლავ მიუწვდომელი რჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინები კვლავ მიუწვდომელი რჩება.

თეა ახვლედიანი

23 აპრილი 2021, 18:36

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა ენგურზე გადმოსვლისას, მთავრობა ფინანსურად დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, ფინანსური დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

23 აპრილი 2021, 18:34

მსოფლიო

პალესტინაში, სახლში გაჩენილ ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა

პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის პროვინციაში, ნაბლუსში ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა. ქალაქ სარას მერი, მუჰამედ მუსტაფა ამბობს, რომ სახლში ხანძარი დილით, დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ქალაქის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვებიდან ორი ბიჭია, ერთი კი, გოგო. ბავშვების მამა გადარჩა.

23 აპრილი 2021, 18:13

საზოგადოება

აფხაზეთის კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

23 აპრილი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 1,809 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,809 ადამიანს გამოუვლინდა, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 309,789 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,307 ადამიანი. ვირუსისგან 274,766 პაციენტი განიკურნა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას

„შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვმკურნალობ, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ, და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს

„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

23 აპრილი 2021, 17:43

COVID19

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

„აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

23 აპრილი 2021, 17:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

23 აპრილი 2021, 17:33

საზოგადოება

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას. ეს არის დიდი პატივი და და ამავდროულად ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის

„ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს. რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა, პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველ მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:15

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: დღეიდან თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

„პირველ რიგში ვულოცავ თბილისის მერს და თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი გაუჩნდა. იუნესკოს ეს ინიციატივა შესაძლებლობას მოგვცემს წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:13

კულტურა

კახა კალაძე: მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

დღეს თბილისისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

23 აპრილი 2021, 17:08

მსოფლიო

ტრამპი: ლებრონ ჯეიმსი შესანიშნავი კალათბურთელი შეიძლება იყოს, თუმცა არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს „ტვიტერში“ გაკეთებული ჩანაწერისთვის აკრიტიკებს.

გიორგი ვაშაძე

23 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამნისტიაზე: მე ხელებს არ დავიბან - რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას და პროტესტის მონაწილე სხვა პირების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კახი კავსაძე

23 აპრილი 2021, 16:57

საზოგადოება

ლევან რატიანმა კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლევან რატიანის თქმით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

23 აპრილი 2021, 16:55

საზოგადოება

USAID-ისა და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად

​​​​​​​USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი თანამშრომლობის ფარგლებში აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ, რომელიც თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ საგრანტო პროგრამას მოიცავს. საგრანტო პროგრამის მიზანია შერჩეული კულტურებისთვის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა) შემგროვებელი, სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ჯორჯიან მანგანეზი

23 აპრილი 2021, 16:54

რეგიონი

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდას სთავაზობს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდას სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

23 აპრილი 2021, 16:49

COVID19

იმერეთში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით, პაციენტი გამოჯანმრთელდა.