შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წინსწრებით უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები.
„ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად რეფორმირებული კანონმდებლობის პირობებში, რომელმაც შექმნა კარგი საფუძველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ამავე დროს ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები. როგორც იცით რამდენიმე დღის წინ საპარალამენტო ოპოზიციის წევრებთან პარლამენტში დავაინიცირეთ საარჩევნო რეფორმის პაკეტი, რომელიც უცხოელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წინსწრებით უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.
„კერძოდ პროექტში უკვე გათვალისწინებულია ცესკო-ს, საოლქო კომისიის პარტიულ ნაწილად დაბალანსებულად დაკომპლექტება: 1 პარტია - 1 წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვები, საარჩევნო უბნიდან 100-მედრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალული იქნება შეკრება და ამომრჩევლების აღრიცხვა, უბნის გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, საჩივრების წარდგენის ვადის გაზრდა, ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანის შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების და ასევე უმოქმედობის, მაგალითად სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. დამატებით ის საკითხები, რომლებიც არ არის ეუთო/ოდირის დასკვნაში, ჩვენ ვზრდით საკრებულოში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს, ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10 პროცენტის ავტომატურად გადათვლის ვალდებულებას, იმის და მიუხედავად, არსებობს თუ არა ამ უბნებზე საჩივრები, ასევე ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს. სამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 2-თვიანი პერიოდი იმისთვის, რომ საბოლოოდ მე-3 მოსმენით მიიღოს პარლამენტმა ეს კანონი და ასევე ჩვენ ამ კანონპროექტს გავაგზავნით ეუთო/ოდირში და ვენეციის კომისიაში, რომ თვითონ კანონპროექტზე მივიღოთ მათი დასკვნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 15:24
ეკონომიკა
ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება
ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება. ციფრების მიუხედავად კი ოპოზიცია არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, თუმცა აღიარებს, რომ ეკონომიკა იზრდება. მოქმედი კურსის შესაბამისად ერთი დოლარის შეძენა, 2 ლარად და 63 თეთრად არის შესაძლებელი. ეს ავტომატურად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გამყარებას
11 ივლისი 2026, 15:05
თავდაცვა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
11 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ალეკო ელისაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ელისაშვილის ქმედებას, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ტერორიზმის მცდელობის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში თუ მედიების მიერ გაშუქებულ ამბებში ისინი ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
11 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს
თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო. როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება
ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.
11 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
11 ივლისი 2026, 14:26
სამართალი
ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ
დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.
11 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო
რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.
11 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო
ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:10
თავდაცვა
დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.
11 ივლისი 2026, 14:02
რეგიონი
რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.
11 ივლისი 2026, 13:59
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
11 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:48
რეგიონი
ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.
11 ივლისი 2026, 13:28
მსოფლიო
Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა
რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:06
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.
11 ივლისი 2026, 12:59
მსოფლიო
AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა“, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას.
11 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 12:27
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ
წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.


