სოზარ სუბარი: მელიას ციხიდან გამოსვლას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სულ რაღაც 40 ათასი ლარის გადახდა სჭირდება, ამიტომ ეს საკითხი მოხსნილია
სოზარ სუბარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
უფრო დიდი კომპრომისი, ვიდრე არის ვადამდელი არჩევნების დაპირება, მგონი, არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ რადგანაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მზად ვართ, ჩატარდეს ახალი არჩევნები თუ გაყალბდა, მაგრამ გაყალბება უნდა დავამტკიცოთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გამოსვლას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას სჭირდება სულ რაღაც 40 ათასი ლარის გადახდა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გიორგი ვაშაძე უმცროსმა, გირჩი ჯაფარიძემ დაადასტურეს, რომ ოპოზიციაში იყო რამდენიმე პარტია, ყველაზე დიდი პარტიები, რომლებიც წინასწარ იყვნენ განწყობილი, შეთანხმებული, ყველაფერზე რომ დათანხმებულიყო „ქართული ოცნება“, მაინც არ შევიდოდნენ პარლამენტში. როდესაც ისინი იძულებული ხდებიან, რომ ჩვენი მეგობრების ზეწოლით, მათთან ურთიერთობის გამო წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, ამ დროს გამოაგდებენ ხოლმე ისეთ თემებს, როგორიც მათი აზრით, მოლაპარაკების შეწყვეტას გამოიწვევს. მაგალითად, არ შევასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ გამოვცხადდები პოლიციაში, არ გადავიხდი გირაოს, მოვიხსნი სამაჯურს. ბოლო რაც იყო, რომ გამოაგდეს რაღაც ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ, როდესაც უპირისპირდებიან ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების ძალიან ურყევ და მტკიცე პოზიციას, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, ისევ იძულებული ხდებიან, მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, ვიდრე რაღაც ახალ ასეთ თემას არ მოიგონებენ. ამ დღეებში, დავინახავთ, რომ რაღაც ახალ, მსგავს თემას გამოაგორებენ აუცილებლად.
ჩვენ ვთქვით, რომ უფრო დიდი კომპრომისი, ვიდრე არის ვადამდელი არჩევნების დაპირება, მგონი, არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ რადგანაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მზად ვართ, ჩატარდეს ახალი არჩევნები თუ გაყალბდა, მაგრამ გაყალბება უნდა დავამტკიცოთ. ოპოზიცია არ ენდობა ცესკო-ს? ერთად, ჩვენ და ოპოზიციამ ვთხოვოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და მათი მეთვალყურეობით დამტკიცდეს, რომ არჩევნები გაყალბდა ან არ გაყალბდა. ასევე, დღეს შეუძლებელია იმის დადგენა, გაყალბდა თუ არა, - ესეც პასუხია, ხო? მაგრამ ამაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ არ გაყალბებულა.
რაც შეეხება პატიმრებს, რომლებსაც ოპოზიცია უწოდებს პოლიტიკურ პატიმრებს, ამასთან დაკავშირებითაც არის ძალიან მკაფიო პასუხი. თუ ვინმე თვლის, რომ მართლა პოლიტიკური ნიშნით ვიღაც არის საქართველოში დაპატიმრებული, არ არსებობს მსოფლიოში უფრო მაღალი და ავტორიტეტული სასამართლო, ვიდრე არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. შეეძლოთ, გაესაჩივრებინათ და დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი მკაფიო მტკიცებულებები არსებობს ვინმეს პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაზე, ერთ დღეში იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, დროებით აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მელიასთან დაკავშირებით და ასევე დაჩქარებული წესით იქნებოდა გადაწყვეტილება რურუასთან დაკავშირებით. რატომ არ წავიდნენ? რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფერი ჯდება სამართლებრივ ნორმაში და სამართლებრივად არის გამართული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ციხიდან გამოსვლას და მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებას, სუბარმა განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, ის საპატიმროს დატოვებას დაუყოვნებლივ შეძლებს.
„მეორეც, ნიკა მელიას გამოსვლას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას სჭირდება სულ რაღაც 40 ათასი ლარის, ან ათი ათასი ევროს გადახდა და ის ერთ საათში კი არა, ერთი წუთში იქნება გარეთ. ამიტომ მგონია, ეს საკითხიც არის მოხსნილი. რას ველოდებით, ამაზე წინასწარ ლაპარაკით არასწორი მოლოდინი შეიძლება გავაჩინოთ, ამიტომ მოდით, დაველოდოთ, ჩვენი შეთავაზება ვთქვით და დევს მაგიდაზე, დანარჩენი მოლაპარაკება იმიტომ არის საჭირო, რომ შედეგს მივაღწიოთ. არსებობს ჩვენი წინადადებები, თუმცა რადგანაც გამოყოფილია სპეციალური მომლაპარაკებელი, შესაბამისად, მომლაპარაკებელთან ერთად ბუნებრივია, იქნება ბრიუსელამდე შეხვედრები და გარკვეული დაზუსტებები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 02:19
მსოფლიო
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
მსოფლიო
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
21 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
21 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.
21 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.
21 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 20:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.
21 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.
21 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.


