IRI-მ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა
ფოტო: Shutterstock
საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისია განახორციელა.
IRI-ს წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. შესაბამისი ტექსტი საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა. „გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა“, - აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი.
მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა“.
მისიის განმავლობაში, გრძელვადიანი ანალიტიკოსები მართავდნენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით.
საბოლოო ჯამში, მისიის შეფასებით, არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ COVID19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის.
მისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ. წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით.
პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედია საშუალებებსა და ინფორმაციაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებულ კანდიდატებს შორის დებატების სიმცირე და უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო იწვევდა საარჩევნო პროცესების ფოკუსირებას პიროვნებებზე და რიტორიკაზე და არა პოლიტიკაზე ან მოქალაქეების საჭიროებებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამომრჩეველთა ინფორმირებაში. გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარებისა და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ, მეტწილად, გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ. ეს ნაბიჯები უპრეცედენტო და აღსანიშნავი იყო.
თუმცა, ისინი გადაფარა მოსახლეობის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ უნდობლობამ, რომლებიც აღქმულნი იყვნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, COVID19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით, დემოკრატიული პროცესის მიმართ ენთუზიაზმი გამოხატა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56.1%-ს შეადგენდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ დაწეული ბარიერის პირობებში, საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საკმარისი ხმების მიღება შეძლო ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ, თუმცა ბოლო პერიოდში შემცირებული ერთმანდატიანი ოლქები 73 - დან 30 - მდე და საზღვრების დელიმიტაცია, არ შეესაბამება ხმის მიცემის თანაბარი უფლების საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია IRI-ს ტექსტში.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 09:11
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
22 ივნისი 2026, 09:07
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: სანამ მე ისრაელის პრემიერ- მინისტრი ვიქნები, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მივცემთ
„ვფიცავ, რომ ისრაელის სახელმწიფო ჩვენი ხალხისთვის ისტორიის ხანმოკლე ეპიზოდი არ იქნება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. ლიბანის სამხრეთით, უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც ჩრდილოეთით მოსახლეობის დაცვისთვის იქნება საჭირო. რაც შეეხება ირანს, პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, სანამ მე ისრაელის პრემიერ- მინისტრი ვიქნები, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადხა ნეთანიაჰუმ.
22 ივნისი 2026, 09:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება. მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში
დიდი ბრიტანეთის პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობას შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სტარმერი გადადგება, რადგანაც, ტრამპის აზრით, მან კრახი განიცადა.
22 ივნისი 2026, 08:56
საზოგადოება
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ დასრულდა
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ დასრულდა. პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ორი დღის განმავლობაში გაიმართა კონცერტები, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს საოცრებათა მოედანზე ლაუნჯ-სივრცეები, ღია კაფე-ბარები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.
22 ივნისი 2026, 08:54
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ამერიკელების მუქარას სერიოზულად საერთოდ არ აღვიქვამთ. უმჯობესია, სიტყვები ფრთხილად შეარჩიონ
ტრამპის გაფრთხილებას ირანის მომლაპარაკებელი ბაღერ ღალიბაფი გამოეხმაურა. მისი თქმით, ირანის არმია მზად არის საჭიროების შემთხვევაში საპასუხო რეაგირებისთვის.
22 ივნისი 2026, 08:51
მსოფლიო
პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ჩეხეთის ტელევიზიისა და რადიოსთვის დაფინანსების შემცირება და მასზე პოლიტიკური გავლენის გაზრდა სურს.
22 ივნისი 2026, 08:46
მსოფლიო
ტრამპი: ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში მის მიერ დაფინანსებული პროქსი ძალები, რომ პრობლემების შექმნა შეწყვიტონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ
შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე საგანგებო განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანს მოუწოდა, აიძულოს ლიბანი, ხელი არ შეუშალოს სამშვიდობო პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ძლიერი დარტყმით დაიმუქრა.
22 ივნისი 2026, 08:40
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშს მოუსმენენ
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 30 მნიშვნელოვან საკითხზე, მასში ასევე წარმოდგენილია 2025 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
22 ივნისი 2026, 08:35
საზოგადოება
პარლამენტი დღეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.
22 ივნისი 2026, 08:30
მსოფლიო
შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, თუმცა მისი დეტალები უცნობია. წყაროებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელებული ცნობით, შეხვედრის პირველ დღეს მხარეებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
22 ივნისი 2026, 08:23
საზოგადოება
პარლამენტი დღეს საგზაო წესებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავს
დღეს პარლამენტი, ბიუროს სხდომაზე, საგზაო წესებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის.
22 ივნისი 2026, 08:14
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს. ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
22 ივნისი 2026, 08:07
საზოგადოება
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.
22 ივნისი 2026, 07:59
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
22 ივნისი 2026, 00:49
სპორტი
პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა საერთაშორისო ტურნირზე „მერსინი 2026” ასპარეზობა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაასრულა
თურქეთში პარაფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი „მერსინი 2026” გაიმართა. ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს, ხოლო რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
22 ივნისი 2026, 00:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ღირებულებითი განათლების“ პროგრამები ფართოდაა აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. ისინი მოწოდებული არიან, მოსწავლეებს მყარი ეთიკური და მორალური ბაზა შეექმნათ
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირასთან“ „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის მსგავს პროგრამებს.
22 ივნისი 2026, 00:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე ღირებულებით განათლებაზე: მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა
მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა, - განუცხადა „იმედის კვირას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებით განათლებასთან დაკავშირებით.
21 ივნისი 2026, 23:35
საზოგადოება
როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა - ღირებულებითი განათლება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რა უნდა იყოს ახალი თაობის მთავარი ორიენტირი იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში ტრადიციულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება? როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება? - „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და განათლების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.
21 ივნისი 2026, 23:33
სამართალი
თამთა ქიმბარიშვილი: სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია
სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, - განუცხადა „იმედის კვირას“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა.
21 ივნისი 2026, 23:25
საზოგადოება
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით
ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „იმედის კვირასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა.


