ლაშა დამენია: კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია
ლაშა დამენია
ფოტო: Facebook
ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ დანიელსონის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებისთვის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა.
„დანიელსონის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებისთვის. ეს მატებს ოპტიმიზმს ამ შეხვედრებს და იძულებული გახდება "ქართული ოცნება", მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, რათა გათავისუფლებულ იქნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა ლაშა დამენიამ.
კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მანამდე, დანიელსონი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 13:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის პოსტზე: ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა
ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:51
მსოფლიო
FT: ევროკავშირი კალასის საგარეო პოლიტიკური სამსახურის რეფორმას აჩქარებს
გამოცემის ცნობით, ეს საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით ხდება, რომლებიც წლის ბოლომდე ბრიუსელის საგარეო პოლიტიკური აპარატის რეფორმირებას ითხოვენ. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ინსტიტუციური რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას ნიშნავს.
02 სექტემბერი 2026, 12:41
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სააკაშვილის განცხადებაზე: არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი არასდროს შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ
მისი განცხადებები როგორც წესი არათანმიმდევრულია და ამაში გასაკვირი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ ის გარკვეულწილად გაემიჯნა გიორგი ბარამიძის განცხადებას, დღეს გამოდის და ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს, რაც დაიწყო გიორგი ბარამიძემ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:41
საზოგადოება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
02 სექტემბერი 2026, 12:20
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“
„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
საზოგადოება
ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:51
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
02 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ემიგრანტის“ სტატუსი ინდულგენცია აღარ არის, ხოლო სახელმწიფო წყობილების რყევად შეფასებულ ქმედებებში მონაწილეობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ გაძევებით დასრულდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული და 27 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, შემდეგ კი მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული დენის კულანინის საკითხზე ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას.
02 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
02 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
02 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
Bloomberg: Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $95,50 დოლარამდე გაიზარდა
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.
02 სექტემბერი 2026, 11:36
საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:29
საზოგადოება
კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს
რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
02 სექტემბერი 2026, 11:27
საზოგადოება
მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.
02 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ყველა სივრცე დღემდე „საბოტაჟის მენეჯმენტით“ არის გავსებული
2014 წლიდან დაწყებული, ქვეყნიდან ბელადის გაქცევის შემდეგ, ნაცკორპორაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საკუთარი მომხრეების ხელისუფლების ყველა შტოში, მედიაში, ბიზნესში მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველყოფა. მასიურად მიდიოდა 2013 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებული პროფესიონალების სულ რაღაც წელიწადნახევარში კვლავ ქუჩაში გაყრის პროცესი და ნაცებით გამოთავისუფლებული პოზიციების გამაგრება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
02 სექტემბერი 2026, 11:17
მსოფლიო
სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები დააანონსა
ამერიკის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ საქმიან ურთიერთობას ისევ განაგრძობენ.
02 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ვენესუელამ აშშ-სთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
კარაკასში, ამერიკის ენერგეტიკის მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ტრამპის ადმინისტრაციასთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მანამდე გარიგებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის რეზერვების მეხუთედზე ექნება წვდომა, თეთრი სახლის ლიდერმა უპრეცედენტო უწოდა.
02 სექტემბერი 2026, 11:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი. მისთვის, რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს
სააკაშვილისთვის რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშილის განცხადების შეფასებისას.
02 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-ს გადააჭარბა გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სტიქიის ზონაში სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.


