IMEDI /  13 მარტი 2021, 15:00 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ინტერვიუს მინდა მეც დავამატო სკანდალური აღიარება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

დღეს არის მცდელობა, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ სკანდალურ აღიარებად გაიყიდოს. მე მეტ აღიარებასა და სკანდალურობას შევძენ ამ ყველაფერს. არა მხოლოდ იმ დრო, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა არამედ, წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ამ თემაზე. იყო ორი ვერსია, მოსამართლე პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა ან არ დააკმაყოფილებდა. უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა ამაზე საუბარი და ეს სკანდალური აღიარება მინდა მეც დავამატო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არასერიოზულია ამით მანიპულაცია. რა თქმა უდნა, მოლოდინი გვქონდა, რომ დააპატიმრებდნენ ნიკა მელიას. გირაო ჰქონდა ამ ადამიანს დარღვეული და ასეთი შემთხვევა პატიმრობით სრულდება. მსჯელობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ჩარევა ამ თემაში არ უნდა ყოფილიყო და აღსრულებისთვის ხელი არავის არ უდნა შეეშალა, თუ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასეთ მარტივ მანიპულაციებს ყველამ უნდა დავანებოთ თავი. მე მგონი რაღაც სტანდარტებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ სტანდარტში ჩავსვათ ჩემი აზრით, რომ მოქალაქეთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ინტელექტუალური შესაძლებლობებზე, გვქონდეს სწორი წარმოდგენა, მასეთი მარტივი მანიპულაციით ვერ მოვატყუებთ და რაღაცა ახალ სკანდალებს ნუ შევქმნით. ორი ვარიანტი იყო ან პატიმრობას შეუფარდებდა, ან არ შეუფარდებდა. მესამე ვარიანტი ვიფიქრეთ და ვერაფრით ვერ მოვიფიქრეთ. მას საუბარი პრემიერ გახარიასთან, მას ჰქონდა თავისი პოზიცია და როდესაც საუბარი დაასრულა წუთების შემდეგ მან უკვე განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. არა 17-ში საღამოს, როდესაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით რომ თუ მოსამართლე დააკმაყოფილებდა პროკურატურის მოთხოვნას შემდეგ როგორ უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა გაგრძელებული. ან წინა დღეებში მართლა იყო საუბარი რომ თუ მოსამართლე პატიმრობას შეუფარდებდა ამის აღსრულებაზე რა უნდა მომხდარიყო ანუ თუ აღსრულებას ხელს შეუშლიდა, რომ მათ შორის პრემიერი ანუ პოლიტიკური გუნდის მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ კი ბატონო სამართალი გასაგებია მოითხოვს აღსრულებას თუ მოსამართლემ ასეთი თუ შუამდგომლობა დააკმაყოფილა პროკურატურის, ერთი მხრივ იყო ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არ აღსულებულიყო ამ შემთხვევაში ეს საკითხი და მეორე მხრივ სამართლებრივი გადაწყვეტილება რომ უნდა დაანებო თავი და ეს სწორი პოზიცია იყო და დღესაც ასე ვფიქრობ, უნდა შეეშვა, დაანებო თავი და სამართალი უნდა აღსრულდეს და პოლიტიკურად ამაში არ უნდა ჩაერიო მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინიც ბუნებრივია იყო პროვოკაციების, ამის პოლიტიკურ დღის წესრიგად გაყიდვის მეორე მხრიდან და იმ სპეკულაციების რაც მოყვა ამ ყველაფერს, წინასწარ რასაც ვმსჯელობდით და ვფიქრობდით, ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მართლაც თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში დატოვება სწორი იყო და პოლიტიკური ელემენტების შეტანა, ანუ აღსრულების შეჩერება არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ეს გამოჩნდა საბოლოო ჯამში. ამაზე იყო წინა დღეებში მსჯელობა, ამაზე კიდევ ერთხელ, წეღან ვიხუმრე და იგივეს გავიმეორებ, არათუ როდესაც პროცესი უკვე დაწყებული იყო და ორად ორი გადაწყვეტილება შეიძლებოდა გამოეტანა, ან პატიმრობა ან უარის თქმა ამაზე, არამედ წინა დღეებშიც და უმრავლესობის სხდომაზეც კი ამაზე ვმსჯელობდით ბუნებრივია და ამაში სკანდალური თუ რამეა ვინმემ გვითხრას. მესამე გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა, ვერ მოიფიქრებდა რაღაც ახალს მოსამართლე. ხოდა უფრო მერი ალბათობა იყო რომ გირაოს ვინც არღვევს, ყველას უფარდებენ დაპატიმრებას, პრაქტიკულად და ახლა ამ შემთხვევაშიც მოლოდინი შესაბამისი იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

კობახიძემ გუშინ, „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მელიას დაკავებაზე სასამართლოს განჩინების გამოცხადებამდე მსჯელობდნენ.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 17:22

რეგიონი

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2026, 17:19

რეგიონი

დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 17:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

12 ივლისი 2026, 15:48

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

12 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად ​კატარს მეთაურობს.

12 ივლისი 2026, 14:46

სპორტი

ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.

12 ივლისი 2026, 14:43

სპორტი

ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება