imedi /  19 მარტი 2021, 19:50 / სანდო წყარო

ვახტანგ მეგრელიშვილი: მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზაზე წინადადება იყო, თუმცა ის მხოლოდ „გირჩისთვის“ აღმოჩნდა მისაღები

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით წინადადება იყო. როგორც მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მისი პარტიის გარდა ინიციატივას, რომ „თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა“, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგებოდა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს გადასარევი და სწორი გადაწყვეტილებაა, ამის გამო ადრე მთელი ოპოზიცია გაგვიწყრა. ერთია, როდესაც ახალ არჩევნებს ვნიშნავთ იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ახალ არჩევნებს, როგორც სასჯელს ისე ვუწესებთ. შენ ხარ ქურდი, მოიპარე არჩევნები და ახლა დანიშნე ახალი არჩევნები - ეს არის ერთი მიდგომა, მაგრამ, თუ ასე დადგებოდა საკითხი, რომ ჩავატაროთ კარგი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც იქნება ისეთივე პროპორციული განაწილება, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნებზე, და თუ დავინახეთ, რომ მოსახლეობის პრეფერენციები შეიცვალა და მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაშინ 2022 წელს იმის გამო, რომ გვაქვს კრიზისი, დავნიშნოთ არჩევნები და შევაფასოთ. ფაქტობრივად, ჩვენ გარდა, ყველა წინააღმდეგი იყო. ეს ჩვენთვის მისაღები და გასაგები წინადადებაა. სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტი იყო, რომ ეს სხვადასხვა არჩევნებია და რა შუაშიაო. მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს და რატომაა საქართველოში შეუძლებელი, არ ვიცი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

ყველა სიახლე

ალუდა ღუდუშაური

16 მაისი 2021, 14:30

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ მოხდება შეჯერება და მიღებული იქნება გამართული, კიდევ უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საარჩევნო კანონმდებლობა.

გრიგოლ გეგელია

16 მაისი 2021, 14:27

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის მიღწევა

„ვფიქრობ, რომ გარკვეული მიმართულებით არის თანხვედრა. შესაბამისად, ეს ქმნის გარკვეულ საფუძველს ოპტიმიზმისთვის, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ასევე იქნება თანხვედრა მხარეებს შორის. პროფესიული ნიშნით გარკვეული კვოტის დაკომპლექტება, ბუნებრივია, არის საინტერესო პრინციპი, თუმცა აქ არის ნათლად ჩამოსაშლელი როგორ, რა ნიშნით, რა კრიტერიუმებით, რა წესებით კომპლექტდება ეს პროფესიული პრინციპი. იმიტომ რომ ეს პროფესიული კვოტა შეიძლება ძალიან მარტივად პარტიულ-პოლიტიკური მაქინაციის საგანი გახდეს. ჩვენ მსოფლიოს არაერთ დემოკრატიაში გვინახავს მსგავსი ტიპის მანიპულაციები, რომელსაც პარტიულ-პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სისტემის მიღწევა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

იაგო ხვიჩია

16 მაისი 2021, 14:21

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა

დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით ეთანხმებიან.

პაატა მანჯგალაძე

16 მაისი 2021, 14:14

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისადმი ნდობას გაზრდის

„თუ ვთანხმდებით ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუ ვთანხმდებით ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით მონაწილეების სიების გამოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით ხმების დათვლის პროცედურის დროს მაღალი რეზოლუციის არსებობაზე, თუ ვთანხმდებით, რომ შემაჯამებელ ოქმებში შესწორებები არ შევა ახსნა-განმარტებებით, როგორც აქამდე იყო და გადათვლის საფუძველზე შევა მხოლოდ და თუ ვთანხმდებით, რომ გასაჩივრების ერთიანი ელექტრონული სისტემა გვექნება, სადაც დავინახავთ რა უბანზე რა დარღვევა იყო და რა საჩივარს რა რეაგირება მოჰყვა, მაშინ ნდობა გაიზრდება საარჩევნო პროცესის მიმართ და ჩვენ ასეთ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა მელია

16 მაისი 2021, 14:08

პოლიტიკა

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

ფაგრადალსფიადლი

16 მაისი 2021, 13:55

მსოფლიო

ისლანდიაში მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიადლი იყიდება🌋

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ ვულკანის ახალ მფლობელებს მასთან ადამიანების მისვლის შეზღუდვის უფლება არ ექნებათ: ქვეყნის მთავრობამ ობიექტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 70 მილიონი კრონა ($564 000) უკვე გამოყო.

16 მაისი 2021, 13:50

საზოგადოება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ პრეზიდენტის კოტე სვანაძის განცხადებით, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები ქუჩებს და მოსახლეობას აკურთხებენ.

ილია მეორე

16 მაისი 2021, 13:35

საზოგადოება

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ ამავე დროს ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს. არ უნდა შეგეშინდეთ. სიკეთემ უნდა იმარჯვოს. ჯვარი გეწეროთ. მე გლოცავთ თქვენს ოჯახებს, შვილებს. ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 ირაკლი შოთაძე

16 მაისი 2021, 13:26

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე: ეთერში გასული განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და რეალობის გადამოწმების მიზნით მას არავინ არ დაკავშირებია.

ჯო ბაიდენი

16 მაისი 2021, 13:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას თავი დაიცვას, თუმცა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი მაღალია. თავის მხრივ, აბასთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და პალესტინის თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერს მხარს.

თეიმურაზ შარაშენიძე

16 მაისი 2021, 13:00

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძე: როცა საკითხი ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაყოფილება

როცა საკითხი ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაოფილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გამოხატული უკმაყოფილება არ სცილდებოდა დიპლომატიურ პრაქტიკაში არსებულ სტანდარტს, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა.

თეიმურაზ შარაშენიძე

16 მაისი 2021, 12:59

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძემ განმარტა რა საკითხები განიხილება დავით ზალკალიანის უკრაინაში ვიზიტის დროს

„მეორე მნიშვნელოვანი მიზეზები გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. მესამე, ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

16 მაისი 2021, 12:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8,554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4,940,245-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 391 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,871-ს აღწევს.

16 მაისი 2021, 12:47

საზოგადოება

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

„სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ბიჭი, 47 - გოგო. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 მაისი 2021, 12:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა საჭიროა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ანალიზების გაკეთება

„საქართველოში 300-მდე ადამიანს ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა PCR-ით ვირუსი, მაგრამ არცერთ მათგანს დაავადება არ გართულებია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა არ არის. თეორიულად რომც ვიყო ვირუსის მატარებელი, და ეს 300 ადამიანი იყო ალბათ, არავითარ გართულებას ეს არ იწვევს. ამიტომაც, აქაც ზედმეტი ხარჯია“, - განმარტა კულუმბეგოვმა.

16 მაისი 2021, 11:58

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: არავითარი თეორიული შანსი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ რეპროდუქციაზე იმოქმედოს, არ არსებობს

„ამიტომ, არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ. “, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

16 მაისი 2021, 11:49

რეგიონი

ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანა აალებას გადაურჩა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

ბიძინა კულუმბეგოვი

16 მაისი 2021, 11:42

COVID19

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მუდმივი იმუნიტეტი ვერ იქნება, ბუნებრივია. რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს ცვალებადობა, გრიპი არის ამის კლასიკური მაგალითი. იგივე კოვიდპასპორტებთან მიმართ, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ იქნება ექვსთვიანი ვალიდაციით. თუ რამე შეიცვლება და მონაცემები გზაში შემოგვეწევა, შეიძლება ეს გახდეს 8, 10, 12 თვე. ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ 6 თვე გარანტირებულად დაცულები ვიქნებით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა. ​

16 მაისი 2021, 11:32

რეგიონი

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა-ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენმე თვეში სრულად მიიღებენ

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენმე თვეში სრულად მიიღებენ. შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ მოსახლეობასთან ინდივიდუალაური ხელშეკრულებების გაფორმებას უკვე ოფიციალურად დაიწყებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 მაისი 2021, 11:28

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.