თეა წულუკიანი: ეს არ იქნება სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდგომ არ აინტერესებს როგორ იხარჯება
თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
უპირველესი სამინისტროსა და ჩემი ვალდებულება იქნება, რომ თამაშის წესები, სამინისტროსა და ფედერაციებს შორის იყოს ნათელი და გაცხადებული, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„სულაც არაა სავალდებულო, რომ სამინისტროს მიერ გაცხადებულ წესებს, ფედერაციები დაეთანხმონ. მაგრამ სამინისტრო, რომელიც მათ აძლევს ფულს და საკმაოდ დიდ თანხებს, ვალდებულია რომ გააცხადოს რა არის მისი ხედვა. ჩვენი ხედვაა, აუცილებლად იქნება ის, რომ ჩვენ ფედერაციებს, დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას მივცემთ ასევე რჩევებს. მაგალითად აუცილებელი გახდება, რომ ფედერაციებში დაინერგოს ანტიკორუფციული მექანიზმები და ამხელა თანხების გამოყენებისას, სამინისტროს, მთავრობას, ანუ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია როგორ იხარჯება ფული“, - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანის განცხადებით, სქემა თავიდანვე ცხადი უნდა იყოს, რადგან თუ მოხდა გადაცდომები, მერე იქნება გვიან. „იქ სადაც ბევრი ფული იყრის თავს, იმ ორგანიზაციაში აუცილებლად უნდა იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი. ის ფედერაცია რომელიც ამას არ დაეთანხმება, ეს მისი უფლებაა. მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდგომ არ აინტერესებს ის ფული როგორ იხარჯება. სამინისტრო თავის თავს მისცემს ყველა იმ ინსტრუმენტსა და საშუალებას, ჩემი ჩართულობით, უხეშად რომ ვთქვათ, ამ ფულის შესაბამისი შედეგი. ეს შედეგი იყოს ის, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სახელისთვისა და დიდებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, ფედერაციებისგან ექნება ასევე ის მოლოდინი, რომ ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებსაც. „რადგან ახალგაზრდობის კომპეტენცია ამ სამინისტროში იქნება, ჩვენ გვექნება საშუალება საინტერესო პროექტები განვახორციელოთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა ფედერაციების დაფინანსების საკითხში სიახლეები გაჩნდეს. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აისახება თანხაზე. შესაძლოა ზოგიერთ პატარა ფედერაციას, რომელიც უკეთესად იმუშავებს სკოლის ბავშვებთან, სოფლად ახალგაზრდებისთვის, სჭირდება უფრო მეტი თანხა, რატომაც არა. მაგრამ კითხვები დაისმება ლეგიტიმური და თანამშრომლობის რეჟიმი გაგრძელდება. ასევე კონტროლის მექანიზმები იქნება ისეთი, რომ ფედერაციებს თავისუფლებისა დამოუკიდებლობის ხარისხი ჰქონდეთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.
17 სექტემბერი 2026, 20:51
საზოგადოება
ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
17 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.
17 სექტემბერი 2026, 20:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.
17 სექტემბერი 2026, 20:34
მსოფლიო
ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.
17 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
17 სექტემბერი 2026, 20:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.
17 სექტემბერი 2026, 20:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.


