imedi /  23 მარტი 2021, 14:14 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა არის ცალსახად ადამიანზე ორიენტირებული. ჩვენი ამოცანაა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობდეს იმავე შესაძლებლობებით, პროგრამებითა და სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია დანარჩენ საქართველოში მცხოვრები პირებისთვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაუცხოების დაძლევა, ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ნდობის მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფით დონეზე კონფლიქტის მოგვარებისთვის.

„დასახული ამოცანების მისაღწევად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობით, ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ და დინამიკურ ნაბიჯებს, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ისეთ პროგრამებს, რაც შეძლებისდაგვარად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად, ყველა სფეროს - ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მიმდინარე ოკუპაციის და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ასევე ადგილზე განხორციელებული პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვიწევს ვიყოთ კრეატიულები, გამოვნახოთ სტატუს-ნეიტრალური გზები და შევქმნათ უნიკალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გავუხსნათ სხვადასხვა შესაძლებლობით სარგებლობის გზები“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია.

„სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ინიციატივის თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ მიმართულებას: 1. ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ; 2. განათლების შესაძლებლობების განვითარება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; და 3. სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე წვდომის გამარტივება.

2019 წელს დასრულდა ინიციატივის ამოქმედებისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან. შედეგად, ცვლილება განხორციელდა 8 სამართლებრივ აქტში და მიღებული იქნა 5 სრულიად ახალი აქტი, რომლებიც ეხებოდა ინიციატივით გათვალისწინებული სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების დანერგვას და ამოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების აქტიური მუშაობით განხორციელდა, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. თუმცა, იმავდროულად, ამ სიკეთეებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მექანიზმების შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან მოყოლებული შეიქმნა და ამოქმედდა ინიციატივით გათვალისწინებული სხვადასხვა ფინანსური და საგანმანათლებლო ინსტრუმენტი.

პანდემიის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ სამშვიდობო ინიციატივის უნიკალური ფინანსური მექანიზმის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედება. ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ერთადერთი მიზანია მოემსახუროს ინიციატივის მიზნებს და გააუმჯობესოს ოკუპირებული რეგიონების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ გზით ფონდი ხელს უწყობს ადამიანებს შორის ეკონომიკურ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ფონდმა უკვე ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი და ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი 14 წარმატებული პროექტის დაფინანსება. აღნიშნული პროექტები მოიცავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას, ასევე წარმოებას და პროდუქციის გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ნათლად ავლენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ მიერ საერთაშორისო დონორებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ფონდის საქმიანობაში კონტრიბუციის მზადყოფნა უკვე გამოხატეს გერმანიამ და შვეიცარიამ, თუმცა არიან რიგი სხვა დონორები, რომლებიც ასევე აპირებენ ფინანსური დახმარების გაწევას. საჯარო ფორმატი არ მაძლევს საშუალებას ღიად ვისაუბრო მათ შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, გადმოიტანონ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გასაყიდად და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის იმ მექანიზმებით, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელსაც პოლიტიკური ნების გამოვლენის და ხელსაყრელი გარემოს შექმნის პირობებში გააჩნია უდიდესი პოტენციალი გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა და გაუხსნას უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ჩვენ ვხედავთ, რაოდენ დიდია ადამიანების ინტერესი და სურვილი ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში, რასაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აფერხებს მიმდინარე ოკუპაცია, დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და რუსეთის მიზანმიმართული იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია ადამიანების დაშორიშორება და მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2026, 17:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

13 ივლისი 2026, 16:35

მსოფლიო

The New York Times: ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია

ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია.

ლადო სადღობელაშვილი

13 ივლისი 2026, 16:28

პოლიტიკა

სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

13 ივლისი 2026, 15:46

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს

სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

13 ივლისი 2026, 15:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით

როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

13 ივლისი 2026, 15:22

რეგიონი

Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა

საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.

13 ივლისი 2026, 15:19

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები

აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნათელია რატომ მოხდა პატიმრების რაოდენობის ასე ზრდა - დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2026 წელს პატიმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის

თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.

13 ივლისი 2026, 15:13

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა

ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 15:12

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომლებიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ხალხი

გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი, - განუცხადა თელავში მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 ივლისი 2026, 15:07

მსოფლიო

ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს

საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები

„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

თამარ იოსელიანი

13 ივლისი 2026, 15:05

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს

საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:05

პოლიტიკა

პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი

ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.

თამარ იოსელიანი

13 ივლისი 2026, 15:02

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

ბილ პულტე

13 ივლისი 2026, 14:54

მსოფლიო

მედია: აშშ-ის ეროვნული დაზვერვიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყეს

გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ როუდი განმარტავს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ბილ პულტე, ასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას, რომ უწყებას ჩამოაშორონ ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც „დიფ სთეითთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. თავად ბილ პულტე განმარტავს, რომ შემცირების მესამე რაუნდის ფარგლებში გაათავისუფლებენ ყველა იმ ზედმეტ თანამშრომელს, ვისაც დაზვერვის სამსახურში კრიტიკული როლი არ აქვს.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 14:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის: დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს, - განუცხადა თელავში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.