Imedi /  24 მარტი 2021, 00:54 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩია: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვებთან მეგობრობა იმიტომ არ დაგვიწყია, რომ ისინი გვიყვარდნენ - გვინდოდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა პარტიებთან მეგობრობა ჩვენ იმის გამო ხომ არ დაგვიწყია, რომ ისინი გვიყვარდნენ, არამედ იმის გამო, რომ გვინდოდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პერსპექტივა არსებობდა, თუმცა, ხელისუფლებას პარლამენტში მათი შესვლა არ უნდა.

„რომ დავინახეთ, რომ ხალხი რაღაცებს ითხოვს და ვადამდელი არჩევნების საკითხზე, კრიზისში კიდევ უფრო აღმოვჩნდეთ, ჩვენ შემოვიტანეთ ჩვენი თემა, რომელიც გვაინტერესებდა და რომელიც არავის არ იყო წითელი ხაზი და ეს პარლამენტი თუ ამას მიიღებდა, უკვე ძალიან დიდი საქმე იქნებოდა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მომავალში ერთპარტიული მმართველობის საფრთხე არ გვემუქრებოდა. ეს იყო ჩვენი პირობა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთანაც. პარლამენტში შესვლა მეგობრებთან ერთად კი არ მინდოდა, პროპორციული არჩევნების შესაცვლელად. ვამბობდი, რომ ეს რომ დადოს „ქართულმა ოცნებამ“, მე ეჭვი არ მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შემოვა. ამიტომ მე შემოვალ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად - ეს იყო ფორმულა, თუმცა პრობლემა შეიქმნა არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს. ჩვენ ვუთხარით „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ კოლეგებს პარლამენტში შემოსვლაში დავარწმუნებდით. თუ ვერ დავარწმუნებდით, წავაგებდით და წაგებულები შევიდოდით პარლამენტში. ეს გვესმოდა. შეიძლება, ვრისკავდით, მაგრამ გვესმოდა, რაზეც მივდიოდით. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ შემთხვევაში არ შემოვა პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ესენი პროპორციულ არჩევნებს დადებენ, იქ შევა ყველა. საქმე იმაშია, რომ, მგონი, მოლაპარაკებების დროს, „ქართული ოცნება“ დავარწმუნე იმაში, რომ „ნაცები“ მართლა შემოდიოდნენ და მათ არ დადეს პროპორციული არჩევნები. გასაგებია, რომ ეს ოპოზიციის პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ოპოზიციას გავემიჯნეთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი შესვლა-არშესვლა მათ არ დავუკავშირეთ. ეს დავუკავშირეთ პროპორციული არჩევნების მიღება-არმიღებას. არ უნდა ხელისუფლებას ჩვენი პარლამენტში შესვლა, მარტო უნდათ იქ ჯდომა“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 23:19

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 აგვისტო 2026, 22:19

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 21:38

ეკონომიკა

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.

24 აგვისტო 2026, 21:14

საზოგადოება

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

24 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.