ხელისუფლების და სასამართლოს არაფორმალურ კავშირებზე მესამე სექტორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ხელისუფლების და სასამართლო სისტემის არაფორმალურ კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
ამ განცხადებით არასამთავრობოები 10 ივლისს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივან გიორგი მიქაუტაძის შორის არაფორმალურ გარემოში შეხვედრაა ასახული.
მედიაში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც საბჭოს ახალი მდივანი, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან და მთავარი პროკურორის მოადგილესთან ერთადაა გადაღებული.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ დღეის მდგომარეობით სასამართლოს სისტემის უმთავრეს პრობლემას კლანური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის მხარდაჭერილი. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან საკონტაქტო პირს მმართველი ძალიდან სწორედ ვანო ზარდიაშვილი წარმოადგენს. ვანო ზარდიაშვილს ახლო ნათესაური და მეგობრული კავშირები აქვს სასამართლო სისტემის ყველაზე გავლენიან პირებთან მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის შემცველელ გიორგი მიქაუტაძესთან. ასევე, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებულ მიმართვაში სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მსგავსი არაფორმალური შეხვედრების აღკვეთისკენ მოუწოდებს.
„იმ შემთხვევაში თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება და ხელისუფლება სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალურ პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ყოველგვარი შემდგომი რეფორმა ისევე დაკარგავს აზრს, როგორც ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო აქამდე სამ „ტალღად” განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
14 აგვისტო 2026, 01:40
მსოფლიო
The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 00:55
საზოგადოება
დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო
მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
14 აგვისტო 2026, 00:42
მსოფლიო
პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ხუთშაბათს ეჭვქვეშ დააყენა მისი წინამორბედის მიერ დადებული შეთანხმება, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის მიერ უნგრეთის ატომური ენერგეტიკის სიმძლავრეების გაფართოებას ითვალისწინებდა.
14 აგვისტო 2026, 00:31
მსოფლიო
რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა
ხუთშაბათს, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოლეფეროსთან, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ისმოდა.
13 აგვისტო 2026, 22:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
13 აგვისტო 2026, 22:26
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ. ამით მან დამატებითი პირობები წამოაყენა თავის ადრინდელ განცხადებაზე, რასაც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკვეთრი საყვედური მოჰყვა.
13 აგვისტო 2026, 22:17
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, - განაცხადა ხუთშაბათს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
13 აგვისტო 2026, 22:05
სამართალი
საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
13 აგვისტო 2026, 22:04
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია
საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.
13 აგვისტო 2026, 21:55
მსოფლიო
Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც
უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
13 აგვისტო 2026, 21:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე გაუქმებულია
სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 აგვისტო 2026, 21:44
სპორტი
კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და „ოქროს ბურთის“ პერსპექტივა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი უმაღლესი დონის შეხვედრაში - „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი მოიგო და გადამწყვეტი სიტყვა ამჯერადაც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა.
13 აგვისტო 2026, 21:32
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება
სახელმწიფო დეპარტამენტი უარს ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის ინსტრუქციებზე, რომლებიც დიპლომატიურ პერსონალს უცხოელ ოფიციალურ პირებსა და მთავრობებთან ურთიერთობისას მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის (DEIA) პროგრესული დღის წესრიგის გატარებას ავალდებულებდა, - წერს ტელეკომპანია Fox News-ი.
13 აგვისტო 2026, 21:30
კულტურა
ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს - საკონკურსო განაცხადები 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2027 წელს „ოსკარის“ 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან კინოსურათს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენენ. ნამუშევრის შესარჩევად კონკურსი 4 აგვისტოდან გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს.
13 აგვისტო 2026, 21:04
ეკონომიკა
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი - რას აჩვენებს ბოლო 6 თვის მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი. ბოლო 6 თვის მონაცემები ეკონომიკური გუნდისთვის სწორი პოლიტიკის დადასტურება და ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველია.
13 აგვისტო 2026, 20:44
სამართალი
გახსნილი ნარკოდანაშაულები და 135 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაკავებულია 135 ადამიანი. ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უწყება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად განიხილავს. გივი კუჭავას სიუჟეტი
13 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
დაკვეთა თუ ტრენდს აყოლა - შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო ანსამბლ სუხიშვილების სასცენო მოღვაწეობის მიმართ პატივისცემას ადასტურებს, თუმცა აფასებს ანსამბლის დირექტორის განცხადებას რუსეთში კონცერტის გამართვის თაობაზე.
13 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა.
13 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
დე ფაქტო რეჟიმი გია ბარამიძის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს - ბარამიძე იმავეს იმეორებს და „იმედს“ ედავება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველებისთვის ტყვეთა დახვრეტის დაბრალება აფხაზეთის ომის მებრძოლებისთვის, შეურაცხყოფასთან ერთად, ღალატია. სწორედ ღალატის და საბოტაჟის საკითხებზე მუშაობს გამოძიება.
13 აგვისტო 2026, 20:14
პოლიტიკა
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია.


