imedi /  28 მარტი 2021, 00:53 / სანდო წყარო

კრისტიან დანიელსონი თბილისშია

კრისტიან დანიელსონი

კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. შვედ დიპლომატს მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებთან შეხვედრები ორშაბათს აქვს დაგეგმილი.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 13:26

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

27 ნოემბერი 2021, 12:58

მსოფლიო

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

27 ნოემბერი 2021, 12:33

COVID19

ფარმაცევტული გიგანტები „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

ფარმაცევტული გიგანტები კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ირაკლი ჭიჭინაძე და ფრენკ აბელი

27 ნოემბერი 2021, 12:32

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.

27 ნოემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

27 ნოემბერი 2021, 12:20

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.

ივანე ჩხაიძე

27 ნოემბერი 2021, 12:13

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა - „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

27 ნოემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, სამუხრუჯე სისტემის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 11:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 11:40

საზოგადოება

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი, ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

27 ნოემბერი 2021, 11:24

მსოფლიო

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში სამი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ეს მსხვერპლის არსებობის პირველი დადასტურებაა. დანახშრებული ცხედრები ჩაინათაუნის დასახლებაში იპოვეს, რომელიც მაროდიორებისა და მომიტინგეების სამიზნე იყო. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.

27 ნოემბერი 2021, 11:14

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 7 მილიონი ლარით ფინანსდება.

27 ნოემბერი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.59%-ს შეადგენს

26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღეში - 9.01%, ხოლო 7 დღეში - 9.03%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

ირაკლი მელაშვილი

27 ნოემბერი 2021, 11:00

პოლიტიკა

ირაკლი მელაშვილი: ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით "ოცნებასთან" ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება, - წერს თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.

27 ნოემბერი 2021, 10:59

მსოფლიო

ბაღდადში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ბაღდადში 10 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ასობით დემონსტრანტმა, რომლებიც პროირანულ ყოფილ გასამხედროებულ ძალასთან, „ეროვნული მობილიზაციის ძალებთან“ არიან კავშირში, ე.წ. „მწვანე ზონაში“ შესვლა სცადა. ამ ზონაში განთავსებულია სამთავრობო შენობები და უცხოური მისიები

27 ნოემბერი 2021, 10:54

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 179 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 179-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 145 233 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

27 ნოემბერი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 058 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

27 ნოემბერი 2021, 10:52

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

ადელი

27 ნოემბერი 2021, 10:33

კულტურა

ადელის ახალი ნამუშევარი წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა

ინგლისელი მომღერლის, ადელის ბოლო ნამუშევარი „30“ 2021 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა და Abba-საც კი გადაასწრო, რომელიც, ამ დრომდე, აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ ადგილზე იყო.

27 ნოემბერი 2021, 10:29

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად. ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ.