შალვა ნათელაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტს აკრიტიკებს
შალვა ნათელაშვილი
ფოტო: IMEDI
ძვირფასო კენტ, თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი, - საქართველოს „ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს მიმართავს.
„თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად. როგორაა პროდასავლელი რუსული მილიარდების მფლობელი, „გაზპრომის“ აქციონერი, საბჭოთა, შემდგომ რუსული იარაღის ცნობილი კონტრაბანდისტი აზია–აფრიკის ქვეყნებში. მარტო ანგოლაში შეტანილი მილიარდობით რუსული იარაღი რად ღირს, რამაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა?! როგორ უნდა იყოს პროდასავლური რუსეთის გავლით ნარკოტიკების, ბიტკოინების შავი ფულის გამთეთრებელი, რომელმაც საერთოდ ეს სიმდიდრე დააგროვა არა ბიზნეს-საქმიანობით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებისა და უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებითა და დავალებით მოსკოვის ძლიერებისათვის.
როგორაა პროდასავლური კურსის ერთგული რუსი ოლიგარქი და მისი პარტია, რომელმაც ეს 9 წელი ისე შეაღობინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები კრემლს, ისე დაუსჯელად დაახოცინა ჩვენი ხალხი, გაატაცებინა ათასობით მოქალაქე, რომ ერთხელაც არ მოუთხოვია სანქციები მოსკოვის მიმართ და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც არ მოუწვევინებია, რათა ჩვენი ხალხის ტრაგედია შეფასებულიყო?! როგორ შეიძლება დააბრალოთ რუს ოლიგარქს დასავლური ორიენტაცია, როდესაც მან სახელმწიფო მიიტაცა, ყველა არჩევნები რუსული ფულით იყიდა და გააყალბა?! მთელი ბიზნესი საკუთარ გარემოცვაზე გადააფორმა, სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად გააუქმა, პარლამენტის წევრებად თავისი ბანკის წევრები გააფორმა, შინაგან საქმეთა მინისტრად - საკუთარი პირადი დაცვა, უშიშროების შეფად საკუთარი ბანკის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრადვე ბანკის ვიზა ბარათების შეფი, ჯანდაცვის მინისტრად - საკუთარი სტომატოლოგი, ხოლო გენერალურ პროკურორად გერმანიაში სპორტული ბოტასების ოფიციალური ქურდი დანიშნა?! რა პროდასავლურობას აბრალებთ ძალას, რომლის ლიდერიც ყოველდღე პრეზიდენტ პუტინს უთანხმებს სამომავლო სტრატეგიას, თუ როგორ დაუბრუნოს მოსკოვს სრული გავლენა რეგიონში, როგორ გახადოს საქართველო სამი იმპერიის რუსეთ-ირან-თურქეთის ახალი ალიანსის წევრი, რომლის სპეცსამსახურებიც აუცილებელი წესით აწვდიან მოსკოვს ყველა იმ მოლაპარაკების სტენოგრამას, რომელიც ასახავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრების საიდუმლო მონაკვეთებსაც კი?!
სადაური პროდასავლელია ლიდერი, რომელმაც პირდაპირ მოსკოვის დავალებით ჩაშალა შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის, ანაკლიის მშენებლობა ამერიკელი ინვესტორების მიერ, რათა იქ არ შემოსულიყვნენ ნატოს სამხედრო წყალზედა და წყალქვეშა ხომალდები და დასავლეთს არ ჰქონოდა გზა რუსეთის და ირან-თურქეთის გვერდის ავლით ევრაზიის ცენტრისაკენ?! ამერიკული „ფრონტერას“ და „ფილიპ-მორისის“ გაძევება- გაკოტრება საქართველოდან ასევე, ვფიქრობ არ იყო მთლად პროამერიკული ნაბიჯი. თქვენი განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ნიკა მელიაზე, რომელიც დააპატიმრეს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო აქციაზე აქტიურობისათვის, რომ თითქოს მან მოიხსნა ელექტროსამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და რეჟიმის წაქეზებაა პირდაპირ, რათა მან განაგრძოს რეპრესიები, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი. თქვენ, როგორც ვიცი, ჩვენი მოძმე უზბეკების სიძე ბრძანდებით და იცნობთ უზბეკ ოლიგარქ 21 მილიარდის მფლობელ ალიშერ უსმანოვს პუტინის გარემოცვიდან. ის რომ ჩაუდგეს უზბეკეთს სათავეში, მასაც დააბრალებდით პროდასავლური კურსის გატარებას?!
თუ კი, მაშინ გავიხსენებდი ბიბლიას - „ნეტარ არიან მორწმუნენი“. ისე ჩვენ გულწრფელად გვეგონა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის შეცვლის და კუშნერის თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, რომელსაც აფინანსებდა რუსი ოლიგარქი (აქ არ გავიმეორებ ინფორმაციებს რომ მოსკოვი ტრამპის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოფშორული ანგარიშების მეშვეობით, რაც ამერიკულ სპეცსამსახურების გამოსაძიებელია.) მე, ვფიქრობდი რომ საქართველოს პროპუტინისტურ რეჟიმს ვაშინგტონში მოკავშირე აღარ დარჩებოდა და როგორც ვხედავთ, ღრმად შევცდით.
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს თქვენი განცხადება სენატში, რომ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, თავი რომ დავანებოთ პუტინის ფულებს, სახელმწიფო რესურსებს, რეპრესიებს, როგორ შეიძლება თავისუფალი უწოდოთ არჩევნებს, როდესაც საარჩევნო კომისიებში, აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი პარტიის ჯგუფებია, რომლებიც თვლიან ისე როგორც ამას დაავალებენ. სადაა აქ სამართლიანობა და დემოკრატია?! განსაკუთრებით თავზარდამცემია ის, რომ თქვენი და ზოგიერთი ამერიკელი მეგობრის განცხადება ქართული, პროკრემლისტური რეჟიმის მხარდასაჭერად საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის ნარიშკინის განცხადებას, სადაც ის სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მმართველ პარტიას და ასევე, არ იზიარებს ახალი არჩევნების მოთხოვნას. (შეგიძლიათ აღნიშნული ტექსტი იხილოთ ამ სპეცსამსახურის საიტზე, მით უფრო, რუსული კარგად იცით. www.svr.gov.ru შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყველა უბედურება, ოკუპაცია მოსკოვის სისხლიანი მტრობა, დაშლა, კრიზისი, სანქციები დაატყდა თავს სწორედ პროდასავლური, პროამერიკული ორიენტაციის გამო.
ამ ბრძოლაში თუ ხელს არ შეგვიწყობთ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით თქვენი ხედვის მიმდევრები. თქვენი მოწოდება, რომ ქართული ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ნიშნავს ერთადერთს - დავტოვოთ ხელისუფლებაში პუტინის სატელიტი განუსაზღვრელი ვადით და მოვწყვიტოთ საქართველო საბოლოოდ დასავლურ ორბიტას, დავბრუნდეთ მოსკოვის გავლენის სფეროში და თქვენთვისაც დავკარგოთ ერთადერთი ევრაზიული გასაღები. ამჯერად, დაუყოვნებლივ და გადაუდებლადაა საჭირო უმკაცრესი ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, რასაც მოჰყვება ახალი დემოკრატიული არჩევნები. აი, ეს იქნება თქვენგან ქართველი ხალხის გვერდით დგომა“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 20:14
მსოფლიო
ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.
22 სექტემბერი 2026, 20:10
მსოფლიო
ერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
22 სექტემბერი 2026, 20:02
მსოფლიო
ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი.
22 სექტემბერი 2026, 19:49
მსოფლიო
ტრამპი: კომუნიზმი ამერიკაში არასდროს მოვა, მაგრამ თავისუფლება კუბაში აუცილებლად მოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კუბაში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ ცდილობს.
22 სექტემბერი 2026, 19:44
მსოფლიო
ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადებშია მოსალოდნელი, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია.
22 სექტემბერი 2026, 19:40
მსოფლიო
ტრამპი: დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, მივაღწიოთ ირანთან შეთანხმებას, რაც მათ საშუალებას მისცემს აღადგინონ და შექმნან ბევრად დიადი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა - თუ სრულად გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა, თანაც სწრაფად
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები, რაც, სავარაუდოდ, შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდება.
22 სექტემბერი 2026, 19:33
მსოფლიო
ტრამპი: ვიდრე სხვები ლაპარაკობდნენ, მე ვმოქმედებდი, ვიდრე სხვები მშვიდობაზე საუბრობდნენ, მე მშვიდობა დავამყარე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიდრე სხვა ლიდერები მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, ის ისეთი ადამიანია, ვინც „მშვიდობა დაამყარა“.
22 სექტემბერი 2026, 19:29
ჯანდაცვა
პედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსის შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ
ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია - ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
22 სექტემბერი 2026, 19:25
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა საფრანგეთის მოთხოვნით სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვი ამოიღო
ევროკავშირი დათანხმდა, სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი - ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის საკითხს დაუკავშირა, რამაც ბრიუსელში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია, - წერს Euronews-ი.
22 სექტემბერი 2026, 19:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა
მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
22 სექტემბერი 2026, 18:57
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი
ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად კიდევ უფრო მეტად თვითკმარი ანუ გვქონდეს ჩვენი საკუთარი მეტი ენერგია საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
22 სექტემბერი 2026, 18:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 18:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის Air China-ს პრეზიდენტს ცუ გუანგძს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გაფართოების, მათ შორის პეკინიდან პირდაპირი ფრენის დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.აღინიშნა, რომ 2025 წელს არაპირდაპირი მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოსა და კუანგჭოუსს, ასევე პეკინს შორის 2024 წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა. ამ მზარდი სტატისტიკისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყების შესაძლებლობას შეისწავლის, ასევე მოხდება შუალედური პუნქტების გავლით საქართველოსა და ჩინეთის დაკავშირებადობის ზრდა.
22 სექტემბერი 2026, 18:43
ეკონომიკა
დავით ნარმანია: არაერთი დაინტერესებული ინვესტორი მოდის მარეგულირებელ კომისიაში, მათ ვაძლევთ განმარტებებს ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით - ისინი უზრუნველყოფილი არიან სწორედ მარეგულირებელი გარემოთი და ეს არის დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ
ზოგადად ქვეყანაში არსებული ლიბერალური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა შეიძლება იზიდავდეს ინვესტორებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში.
22 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს
ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად, ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
22 სექტემბერი 2026, 18:25
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: მხოლოდ სამხედრო ძალას არ შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააფრთხილა მსოფლიო, რომ „ჩვენს სამყაროში ბზარები ფართოვდება“.
22 სექტემბერი 2026, 18:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ებულინგებინათ ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ნამდვილად არ იმსახურებს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო შანტაჟის ენით საუბარს. თუ გინდა მიიღო ამხელა ისტორიის ქვეყანა, რომელმაც თავი გადაირჩინა ისტორიის გზაზე და მოაღწია თავისი ძალიან დიდი გამძლეობით აქამდე, ბუნებრივია, რომ მას არ უნდა ელაპარაკო მუქარის ენით
ნამდვილად ბუნებრივი გზა გვაქვს დასახული ევროპისკენ, ერთიანი ევროპული ოჯახისკენ და ეს გზა მხოლოდ სლოგანებით არ არის გამოხატული. ეს გზა ჩვენ, ჩვენი არსებობის ისტორიის მანძილზე დავადასტურეთ და გარდა ამისა, კონსტიტუციაშია გაწერილი ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 18:10
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა
ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 სექტემბერი 2026, 18:10
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია
გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
22 სექტემბერი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ევრობიუროკრატებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო
ევრობიუროკრატებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო და უნდა გადახედონ ჩვენს ისტორიას. გუშინ არ დაბადებულა ჩვენი სახელმწიფო, ტრადიციები და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. თავისთავად ცხადია, უნდა გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.


