პოლიტიკა
28 მაისი 2026, 15:06
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
28 მაისი 2026, 15:05
გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
28 მაისი 2026, 14:53
გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა
მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
28 მაისი 2026, 14:52
„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს
ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.
28 მაისი 2026, 14:50
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
,,გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამედიცინო სფეროს და გაზრდის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
28 მაისი 2026, 14:50
კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
„ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 14:46
გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
28 მაისი 2026, 14:41
კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


