imedi /  12 ივლისი 2017, 18:56 / სანდო წყარო

საია ოთარ აბესაძის დაკავებაზე პოლიტიკოსებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას ურჩევს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკოსებს ქრთამის აღებაში ბრალდებული თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძესთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც საია განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც მოხელის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს.

„მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა, საია გაუმართლებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს - იმ ერთადერთ ორგანოს საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ - ჯერ საქმის განხილვაც არ დაუწყია. აღნიშნული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებასთან, კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, რომ არ მოხდეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფო ორგანოების განწყობის წინასწარ ფორმირება, რათა არ შეილახოს მისი რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა იმ თავითვე არ იყოს მიკერძოებული. სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე საზოგადოების მხრიდან ყველა პირი უნდა იქნეს აღქმული უდანაშაულოდ. ოთარ აბესაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

აბესაძის დაკავების შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადებაუკვე გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 04:21

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

22 სექტემბერი 2026, 04:16

მსოფლიო

ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.

22 სექტემბერი 2026, 02:19

მსოფლიო

Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია

Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 01:50

მსოფლიო

Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხაილო პოდოლიაკი

22 სექტემბერი 2026, 01:00

მსოფლიო

პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 00:40

პოლიტიკა

პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ალექსანდრ სტუბი

22 სექტემბერი 2026, 00:32

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო

დევიდ ადეანგი ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.

ვატო შაქარიშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:55

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

21 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ

22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

21 სექტემბერი 2026, 21:35

მსოფლიო

საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.

21 სექტემბერი 2026, 21:26

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

21 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

21 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.

მიხაილო ფედოროვი

21 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.

გოგი აბუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 20:54

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.