imedi /  02 აპრილი 2021, 09:49 / სანდო წყარო

ნიკოლოზ მჭედლიშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ნუ აჰყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არც არის და არც იქნება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

ნუ აჰყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არც არის და არც იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა, რითაც რამდენიმე ევროპარლამენტარის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ექვსმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფინანსურ დახმარებაზე გვინდა პირობითობის დაწესებაო. ატეხეს ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა ჟრიამული, არიქა, საქართველოს სანქციებს უწესებენო. იმ ექვსმა ევროპარლამენტარმა ისიც თქვა, ეს ჩვენი იდეაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ევროკომისია იღებსო. ასე რომ, ნუ აჰყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

რამდენიმე ევროპარლამენტარი კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

15 აპრილი 2021, 11:38

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ამ იწილო-ბიწილოს თამაშს სჯობს ხელისუფლება აზრიანი წინადადებებით შემოვიდეს

აბსოლუტურად მართალია, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში, ნებისმიერი პოლიტიკური დებატების ადგილი არის პარლამენტი. მაგრამ არის ერთი მთავარი ასპექტი, ნატოს წევრ ქვეყნებში პარლამენტის არჩევნებს არ აყალბებენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ადამ კინზინგერი

15 აპრილი 2021, 11:33

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანა წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.

პაატა მანჯგალაძე

15 აპრილი 2021, 11:33

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში

ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად 5 ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ფუნქციონირებად დემოკრატიას სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, როგორც კი ამ საკითხებზე შედგება შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ლაშა დამენია

15 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

ლაშა დამენია: პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის

„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, თუმცა როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში არ აცხადებენ პარლამენტის ბოიკოტს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში არჩევნები ასე ტოტალურად არ ყალბდება. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ჰყავთ პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ პარტიებს ოფისებში არ უვარდებიან და მათ ოფისებს არ წვავენ. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, - განაცხადა დამენიამ.

გიორგი ბოტკოველი

15 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი აპატურაის განცხადებაზე: მთავარი რჩევა ქართველმა ხალხმა უნდა მოგვცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქუჩაში ყოფნა მათი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

15 აპრილი 2021, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,014 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,014 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 206,142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,817 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 185,125.

15 აპრილი 2021, 11:20

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა.

ნეიმარი

15 აპრილი 2021, 11:14

სპორტი

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

15 აპრილი 2021, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია გამოვლენილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ს

15 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

15 აპრილი 2021, 10:59

საზოგადოება

გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

15 აპრილი 2021, 10:58

მსოფლიო

Bloomberg: არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:58

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 446 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

15 აპრილი 2021, 10:58

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

15 აპრილი 2021, 10:54

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.68%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.82 %.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:47

საზოგადოება

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

მათივე ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 462 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 75 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 462 ადამიანი კი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:34

პოლიტიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

„განხილვის პროცესში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნისგან. მოხსენებაში აღნიშნულია ის მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და ამაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. მოხსენებაში ხაზგასმულია ყველა ის მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც უკანონო ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების პროცესს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.