IMEDI /  06 აპრილი 2021, 11:49 / სანდო წყარო

ლელა ქებურია: საკანონმდებლო პროცესებში, მთავრობაზე ზედამხედველობისას, ოპოზიციის ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამას იაზრებს ოპოზიცია

ლელა ქებურია

ლელა ქებურია

ის, რომ მოსახლეობას ნორმალური პოლიტიკური პროცესების სურვილი აქვს, გასაგებია და ამ შემთხვევაში ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 42% სრულიად არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას.

„საკანონმდებლო პროცესებში მთავრობაზე ზედამხედველობისას ოპოზიციის ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამას იაზრებს ოპოზიცია და უფრო მეტიც, გამოკითხულებს ოპოზიციის მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. თუმცა, ამ კვლევაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი გამოსავალს ხედავს ვადამდელ არჩევნებში. ეს მიუთითებს იმაზე, რამდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა და ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია სწორი მიმართულებით მიდის და ასახავს მოსახლეობის განწყობებს თავიანთ მოთხოვნებში“, - აცხადებს ლელა ქებურია.

ყველა სიახლე

ანდრიუს კუბილიუსი

21 აპრილი 2021, 00:32

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: მსურს, შევაქო საქართველოს მმართველი პარტია, ისევე, როგორც ოპოზიცია

„მსურს, გულწრფელად მივულოცო საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო საქართველოს მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია“.

გიორგი ვაშაძე

21 აპრილი 2021, 00:25

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ განმარტა როდის დაარეგისტრირებს ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა საბოლოო პროცედურა შეგვეთანხმებინა. პროცედურა იქნება შემდეგი – სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ მიიღებს შეწყალების აქტს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის მელია, თამლიანი და ა.შ. ასევე, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ კანონის მიღება, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან. ხოლო რურუას გათავისუფლებას სამშაბათს ველოდები, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შარლ მიშელის თანდასწრებით თქვა, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება. ვწერთ კანონს სამშაბათამდე და ყველამ რომ იცოდეს, ამას უნდა რეალური მუშაობა და დრო“, - განაცხადა ვაშაძემ

ანდრიუს კუბილიუსი

21 აპრილი 2021, 00:22

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: კვლევა აჩვენებს, რომ მიღწევების კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არ განსხვავდებიან - ბევრ შემთხვევაში, საქართველო ლიდერობს კიდეც

გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

21 აპრილი 2021, 00:09

სპორტი

„მანჩესტერ სიტი“ სუპერლიგას გამოეთიშა

„სიტი“ ერთ-ერთი იყო იმ 6 ინგლისური კლუბიდან, რომლებმაც ახალი საერთაშორისო ტურნირის დაფუძნების შესახებ 2 დღის წინ განაცხადეს.

თინა ხიდაშელი

21 აპრილი 2021, 00:06

საზოგადოება

თინა ხიდაშელი: მდგომარეობა გაუარესდა - საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება

„საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, ვინაიდან, სახლში ყოფნის დროს, მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი“.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:52

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტმა ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ექვსთვიანი ტყვეობიდან იხსნა

ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ექვსთვიანი ტყვეობიდან იხსნა შარლ მიშელის დოკუმენტმა. ოთხი რაუნდი ჩატარდა ელჩების მონაწილეობით, იყო არაერთი ღია თუ დახურული შეხვედრა, ისმოდა ღია მოწოდებები პარლამენტში შესვლისკენ, იყო IRI-ისა და NDI-ის დასკვნები, თუმცა ისინი ვერ უძლებდნენ იმ წნეხს, ახლა კი გაუძლეს იმიტომ, რომ ამ პროცესის მიღმა იდგა შარლ მიშელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

20 აპრილი 2021, 23:48

პოლიტიკა

ნიკა ჩიტაძე: დიდი იმედი მაქვს, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობაც“ ასევე ვიხილოთ პარლამენტში

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობაც“ ასევე ვიხილოთ პარლამენტში და ჩვენ გვყავდეს პლურალისტური პარლამენტი. ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მმართველ ძალას ეკისრება. არ მისცეს საერთაშორისო საზოგადოებას საფუძველი, გაგვაკრიტიკონ. შემდეგ ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%-ზე ნაკლებს თუ მეტს. თავისთავად, რაც შეეხება მიღწეულ შეთანხმებას მისასალმებელია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

„არა თუ 43%-იანი, ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:39

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში

დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 აპრილი 2021, 23:37

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ რადიკალების ადგილი ქართული პოლიტიკაში აღარ იქნება

„თუ ვინმეს აქვს გარკვეული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რადიკალების ხელახლა აღზევებას, ეს შფოთვა არ არის რაიმე საყრდენზე დაფუძნებული და ამაში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის „ქართლი ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და ამ პირობას საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, დავდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

„ის, რომ გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ის, რომ მეტი თანამდებობა აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სწორედ ეს იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ამოცანა, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკა შემოეტანათ საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უხერხულობები უკავშირდებოდა ამ საკითხის აღსრულებას, ჩვენ შეთანხმების ამ პუნქტს დავეთანხმეთ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში შეიცვალოს და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ჩამოყალიბდეს. ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი

არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა მელიას ინტერესებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

„ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკის, არამედ ჩრდილოეთისკენ

შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 23:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 23:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

20 აპრილი 2021, 23:08

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 390 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 23:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 23:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.