„გირჩი“ შვიდ საკითხს ასახელებს და აცხადებს, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს
ფოტო: Imedi.ge
პარტია „გირჩი“ დღეს სამოქმედო გეგმისა და გაზეთის პრეზენტაციას გამართავს. პარტიამ გაზეთის პირველი გვერდი „თიზერის“ სახით გამოაქვეყნა, სადაც მათი სამოქმედო გეგმაა გამოქვეყნებული. განცხადებაში ნათქვამია, რა შემთხვევაში შევა „გირჩი“ პარლამენტში.
„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას:
ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;
რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიონ, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას – არჩეული თუ დანიშნული;
ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;
თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში. ხოლო თუ მმართველი პარტიის წევრებს, პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი არ უნდათ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედით, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს – ეს გარემოება ჩვენთვის 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის, რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ შევცვლით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა. თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან.
ჩვენ არც ხელფასს ვიღებთ და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებში, არც კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში;
არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს), პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.
ჩვენ პარლამენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით. სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნებისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფნებში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 02:19
მსოფლიო
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
მსოფლიო
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
21 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
21 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.
21 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.
21 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 20:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.
21 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.
21 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.


