Imedi /  20 აპრილი 2021, 23:30 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა, სადაც განმარტა, თუ რატომ დათანხმდნენ ოპოზიციისთვის გარკვეული თანამდებობების შეთავაზებას.

კითხვაზე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის ოპოზიციისთვის შეთავაზება, უფრო მეტ კრიზისს ხომ არ გამოიწვევს ქვეყანაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს, თუმცა ეს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება.

„ის, რომ გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ის, რომ მეტი თანამდებობა აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სწორედ ეს იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ამოცანა, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკა შემოეტანათ საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უხერხულობები უკავშირდებოდა ამ საკითხის აღსრულებას, ჩვენ შეთანხმების ამ პუნქტს დავეთანხმეთ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში შეიცვალოს და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ჩამოყალიბდეს. ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

18 მაისი 2021, 14:50

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ ისაუბრა.

18 მაისი 2021, 14:49

საზოგადოება

ევროკავშირის მხარდაჭერით განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

დევიდ მაკალისტერი

18 მაისი 2021, 14:48

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში

საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ წუთის მონაცემებით, ცესკოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს

„ამ წუთის მონაცემებით კონსესუსი, რომ შეიცვალოს ცესკოს წევრები არ არსებობს. ამის წინააღმდეგი მეც ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ის ხალხი დანიშნულია გარკვეული ვადით. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული მტკიცებულება თუ არ გვაქვს მის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მე ასეთი უხეში ჩარევები საკანონმდებლო ორგანოდან არ მომწონს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

18 მაისი 2021, 14:25

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე

18 მაისი 2021, 14:19

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების საკითხი კომისიის მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

სამოქმედო გეგმა, რომელზეც დღეს ჩვენ გვექნება მსჯელობა და რომელსაც იმედია, რომ დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, - ამის შესახებ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი

18 მაისი 2021, 14:16

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა.

დავით ზილფიმიანი

18 მაისი 2021, 14:15

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: საარჩევნო კომისიისგან ოთხი ათასივე ოქმი უნდა გამოვითხოვოთ

„4 ათასი ოქმი ეს არის დასტა, ამაში ისეთი არაფერია, ეს არის ერთგვერდიანი ოქმები და აქვე ვთხოვოთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომ ამ ოქმებზე მოხდეს შესწორებული და შეუსწორებელი ოქმების გაყოფა. ჩვენ მოვახდენთ ანონსირებას პოლიტიკური პარტიებისა და დაინტერესებული პირების, რომ ვისაც აქვს რაიმე საპრეტენზიო ოქმი, მოგვაწოდოს და ჩვენ იმ ოქმს შევადარებთ საარჩევნო კომისიიდან მოსულ ოქმებს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიას არანაირი შინაარსი არ აქვს. არც მაშინ ჰქონდა, როცა ის შექმნეს. ორი თვეა, კომისია არსებობს და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა კომისიას შინაარსი ჰქონდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

18 მაისი 2021, 14:05

პოლიტიკა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება

პარლამენტში, ამ წუთებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. გაიწერა ერთი თვის სამუშაო გეგმა. ოპოზიცია კი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას არ აპირებს და კომისიის მუშაობაში არ ერთვება.

18 მაისი 2021, 13:59

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. კულტურის სამინისტრო ამ დღეს ორი მთავარი სიახლით აღნიშნავს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2021, 13:53

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს ყირიმის დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს.

18 მაისი 2021, 13:44

საზოგადოება

მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის. №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

18 მაისი 2021, 13:42

კულტურა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.

უფლისციხე

18 მაისი 2021, 13:41

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ​აღინიშნა

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე ადგილზე მოინახულეს უკვე განხორციელებული პროექტები.

18 მაისი 2021, 13:36

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის მესამე დოზა

„ფაიზერიც“, „სინოფარმიც“ და სხვა მწარმოებლებიც უკვე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 13:34

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების გამოძიებაზე, რაც მათ ჰქონდათ, ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო

დღეს ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2021, 13:29

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს.

18 მაისი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია: პირველი დოზით აცრილი მოქალაქისთვის, მეორე დარეზერვებულია

კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მალხაზ თორია

18 მაისი 2021, 13:11

COVID19

სამეგრელოს გუბერნატორი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

„იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალაქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას - ავიცრათ, ამით გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფებს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.