imedi /  20 აპრილი 2021, 23:15 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკის, არამედ ჩრდილოეთისკენ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკის, არამედ ჩრდილოეთისკენ. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარია ის, თუ რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ვფიქრობთ, რომ შეთანხმება, რომელიც გაფორმდა, მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ​​მთავარია, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა რელსებზე გადავიყვანოთ ქვეყნის განვითარების პროცესი. ამისთვის მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება და პოლიტიკური პროცესი გადასულიყო პარლამენტში. სწორედ ამას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და ამაში „ქართული ოცნების“ წვლილი არის განსაკუთრებული. ამას აფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და არაერთი საქებარი სიტყვა მოვისმინეთ როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოაწერა დოკუმენტს ხელი და ვინ - არა, ამით კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად გაევლო ზღვარი და ეს უკავშირდება პარტიების ორიენტაციასა და სულისკვეთებას. გაევლო ზღვარი რადიკალურ პარტიებსა და იმ ძალებს შორის, რომლებსაც კონსტრუქციულად მუშაობის რესურსი აქვთ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოში არიან პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც არაა დასავლური. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღეს. შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

16 მარტი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ყულევის პორტთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაზე: გამოვიდეს და ერთი მტკიცებულება მაინც თქვას, რომ უბრალოდ ნანახი აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან

სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.

ალექსანდრე დარახველიძე

16 მარტი 2026, 14:18

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო

თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

16 მარტი 2026, 14:12

მსოფლიო

ბრიუსელში პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს

აქციაში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქტივისტებმა ბელგიის პოლიციის მხრიდან ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტები გააპროტესტეს.

მაკა ბოჭორიშვილი

16 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას, ორ მხარეს როდესაც უსმენ, უნდა ეცადო მაინც, დასკვნაში ორივე მხარე ასახო

შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებსა და იმ შეხვედრებს, რომლებზეც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, დეტალურად მოისმინოთ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და თავად შეაფასოთ, საერთოდ არის თუ არა რაიმე საერთო დასკვნასა და ამ ინფორმაციას შორის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მასუდ ფეშქეზიანი/ემანუელ მაკრონი

16 მარტი 2026, 14:06

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა მასუდ ფეშქეზიანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს შეახსენა, რომ პარიზი რეგიონში საკუთარ ინტერესებს და პარტნიორებს იცავს და თეირანის მხრიდან თავდასხმები მიუღებელია. მაკრონის თქმით, უკონტროლო ესკალაციის ფონზე, რეგიონი სრულ ქაოსში აღმოჩნდება.

16 მარტი 2026, 13:58

პოლიტიკა

აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობისა და საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილა.

16 მარტი 2026, 13:57

მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ გაანადგურა თვითმფრინავი, რომლითაც ალი ხამენეი სარგებლობდა

უწყების განმარტებით, ამ საჰაერო ხომალდით ასევე სარგებლობდნენ ირანის სხვა მაღალჩინოსნები და სამხედრო პერსონალი იარაღის შესყიდვისა და მოკავშირე ქვეყნებთან კოორდინაციის მიზნით.

თამთა მეგრელიშვილი

16 მარტი 2026, 13:55

პოლიტიკა

მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს

დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 13:50

ეკონომიკა

„ნიკორას“ დირექტორი: თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ, რადგან ჩვენი პრინციპებით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება - მზად ვართ, ნეტ ფასებით ვიმუშაოთ, რომ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორით თემურ ალექსანდრია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ საუბრობს.

დავით ქარქაშაძე

16 მარტი 2026, 13:31

საზოგადოება

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან - მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

დავით ქარქაშაძე

16 მარტი 2026, 13:29

პოლიტიკა

„კარფურის" გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი

ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ - ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში, ან ეს არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და წარმოჩნდება მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად, - განაცხადა კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

დავით ჩიხელიძე

16 მარტი 2026, 13:28

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა

დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

16 მარტი 2026, 13:27

პოლიტიკა

ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის „ეუთო“-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ

უპირველეს ყოვლისა - მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი "ფროიდისეული წამოცდენის" გამო. "ჭუტავიზიის" ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია "სპონტანური ფაქტების" შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 13:25

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

16 მარტი 2026, 13:25

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გუმისთის ბრძოლების 33-ე წლისთავთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

16 მარტი 2026, 13:24

საზოგადოება

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა

წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

16 მარტი 2026, 13:22

რეგიონი

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ნინო ფოჩხუა

16 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ქაცარავა არც ისეთი უჭკუოა, რომ ეს უბრალოდ წამოსცდენოდა - იცის რა ოპოზიციის უუნარობა და შესაბამისად, წაგებული თამაში; თავის გადარჩენის მიზნით ტექნიკურად „ჩაუშვა“ ორგანიზატორი, ბატონი უჩა ნანუაშვილი

„ტვ პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ისაუბრა მოსკოვის მექანიზმის შესახებ და ნებით თუ უნებლიეთ გაასაჯაროვა, თუ ვინ უწევდა ორგანიზებას მოსკოვის მექანიზმს. ეს იყო უჩა ნანუაშვილი, რომელიც დაჰპირდა მას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხთა სიაში ჩასმას, თუმცა შემდეგ „გადააგდო“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან

ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.