imedi /  23 აპრილი 2021, 13:26 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი ნათელაშვილის განცხადებაზე: როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთმანეთს

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს „დახოცავდა“.

„ეს არის სამარცხვინო განცხადება, ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე, როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთმანეთს, დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90-იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას. ეს ხალხი იყო გადაფოფრილი ამ ქვეყანაზე და იდგა ჩვენ შორის, ის ხალხი რომ არ ყოფილიყო, ვერც შეთანხმება იქნებოდა და სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით, როგორ შეიძლება ამის მერე მადლიერების ნაცვლად, მოღალატე ეძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველა სიახლე

Starship SN15

06 მაისი 2021, 15:40

ტექნოლოგიები

Starship-ის პროტოტიპი პირველად აფრინდა და დაეშვა ისე, რომ არ აფეთქდა🚀ვიდეო

მორიგი ტესტის დროს, ტეხასში ხომალდის პროტოტიპმა SN15 წარმატებულად აიღო სტარტი, 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი უსაფრთხოდ დაეშვა. დაშვების შემდეგ ხომალდს მცირე ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ის მალევე ჩააქრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Starship-ის პროტოტიპი ტესტირების პროცესში არ აფეთქდა.

ლერი ბარნაბიშვილი

06 მაისი 2021, 15:33

რეგიონი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილი კომისიის მეორე სხდომა შედგა

დღეს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რიგით მეორე სხდომა შედგა კომისიისა, რომელიც პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

ერეკლე ღვინიანიძე

06 მაისი 2021, 15:24

სამართალი

ერეკლე ღვინიანიძე: სააღსრულებო წარმოება უფრო ეფექტური უნდა გახდეს

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ენტონი ბლინკენი

06 მაისი 2021, 15:16

მსოფლიო

სახელმწიფო მდივანი: უკრაინის საზღვართან რუსეთის საფრთხე კვლავ რჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს.

საქართველოს პროკურატურა

06 მაისი 2021, 15:07

სამართალი

პროკურატურამ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ, ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

06 მაისი 2021, 14:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, სამშენებლო მასალების საწარმოს „ფორმულა ქონსთრაქშენს“ ესტუმრა. საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი. საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

06 მაისი 2021, 14:51

კულტურა

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე

06 მაისი 2021, 14:50

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე: პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი, ეს მოლაპარაკებები სადავო პრობლემას სასიკეთოდ გადაწყვეტს

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, - განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

06 მაისი 2021, 14:46

სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

„საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

ნინო წილოსანი

06 მაისი 2021, 14:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას რა მოტივით მოითხოვს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

06 მაისი 2021, 14:35

საზოგადოება

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის „სკლენაკის" გალერეაში გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსი" გაიხსნა

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტიუმები. გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრაღა 6 მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარების და ძეგლთა დაცვის საკითხებში ქალბატონ ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ ონდრეი სვობოდას და „ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია პოსტში.

მეუფე იაკობი

06 მაისი 2021, 14:28

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს

გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა, იაკობმა განუცხადა. მისი თქმით გახარია დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. მთავარეპისკოპოსმა ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან აურიეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 მაისი 2021, 14:28

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იაგო ხვიჩია

06 მაისი 2021, 14:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს

„რადგანაც ქალბატონი პრეზიდენტი მე შემხვდა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგანაც ჩემს კოლეგებს ხვდება, სავარაუდოა, შეიძლება დავუშვათ, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს. მაშინ დავიწყებ ფიქრს თუ რატომ შეგვხვდა მე და ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს. სხვა რა მიზეზი იყო ჩვენთან შეხვედრის?“ - განაცხადა ხვიჩიამ.

მეუფე იაკობი

06 მაისი 2021, 14:14

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ივერი მელაშვილი ჩემთვის კაციც არ არის, მიწა, სადაც 6 000 ბერის სისხლია დაღვრილი, უდიერად მოიხსენია

ჩემი მიწა, სადაც 6 000 ბერის სისხლია დაღვრილი, გამოვიდა ციხიდან და ისე უდიერად მოიხსენია, თქვენი არ არის, სხვისიაო, ის ჩემთვის კაციც არ არის. როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ, უვარგისი ადამიანია და დაეტიოს. მაგას ურჩევნია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ივერი მელაშვილზე განაცხადა. იგი აღნიშნული კომენტარით რამდენიმე დღის წინ გარეჯში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფიზიკური ძლადობა მიუღებელია. მეუფემ ასევე მედიის ძალადობაზეც ისაუბრა.

06 მაისი 2021, 14:10

პოლიტიკა

პრეზიდენტი შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციონერებს ხვდება

„შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები სწორედ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს და არა პირიქით, შეიზღუდოს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა ოპოზიციის სრულფასოვანი თანამონაწილეობის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო, არ შეესაბამება მათ შორის იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც გავაფორმეთ სწორედ აქ, პრეზიდენტის თანდასწრებით. ამიტომ, ცხადია, მიმაჩნია სწორი იქნება მისი მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

06 მაისი 2021, 14:09

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 მაისი 2021, 13:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ, გვაქვს იმის რესურსი, რომ პიკური მაჩვენებელი არ მივიღოთ

„მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. ჩვენ ვაკვირდებით, რომ აქტიური მოწოდების შედეგად ნიღბის ტარება გაზრდილი არის 75%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანი არის, რომ სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს ნიღბის ტარების მაჩვენებელი. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა ამასთან მიმართაც გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ხელი შევუწყოთ პრევენციას და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ენტონი ბლინკენი

06 მაისი 2021, 13:39

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

ეკატერინე ტიკარაძე

06 მაისი 2021, 13:37

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციაში დეპუტატების ჩართულობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი არიან ხიდი საზოგადოებასთან

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, სადაც იგი დეპუტატების ვაქცინაციის პროცესს აკვირდებოდა.