ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში არსებული შიდა არეულობა და მუდმივი დაპირისპირება მხოლოდ ერთი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯინ შაჰინის, ასევე, სენატორების რონ ჯონსონისა და ჯიმ რიშის ავტორობით შექმნილ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„რეზოლუციის მთავარი თემა ჩვენი ხელისუფლების და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაა და რომელიც სულ ახლახან გაეგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატების სენატს. ეს ყოველივე წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს საკანონმდებლო დონეზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას. რეზოლუციის ტექსტი სწორად საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის განვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს, როგორც დემოკრატიულ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში.
„საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები დაფუძნებულია ისეთ საერთო ღირებულებებზე, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ადამიანის პატივისცემა. აქვე არ შეიძლება, არ აღინიშნოს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში მიღებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ყველა მიმართულებით აისახა, რაც მომავალი თანამშრომლობის შეუქცევადობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. შესაბამისად, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის დამოკიდებულებას და რეკომენდაციებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულად რეზოლუციის ტექსტს, სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების პათოსს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ პარლამენტში კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს ზუსტად იმ პროპორციით, რომლითაც მათ ქართველმა ხალხმა 2020 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი.
ჩვენმა გუნდმა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები. ჩვენ ასევე მზად ვართ ღია ინკლუზიური და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებით დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა.
აგრეთვე კარგად ვაცნობიერებთ იმასაც, რომ საქართველოში არსებული შიდა არეულობა და მუდმივი დაპირისპირება მხოლოდ ერთი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის, რასაც დამატებით ართულებს ოკუპანტის მხრიდან მუდმივი დესტრუქციული ნაბიჯები როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით, რომელთა საბოლოო მიზანს ქაოსი, საქართველოს განვითარებისთვის ხელის შეშლა და ოკუპაციის გაგრძელება წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ და ჩვენ კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაძლიეროთ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება, ასევე გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ქართული დემოკრატიის გასაღრმავებლად. მოვუწოდებთ ოპოზიციას, შეუერთდეს ამ საერთო ძალისხმევას და, დაპირისპირების ნაცვლად, ეროვნულ თანხმობას და თანამშრომლობას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.


