imedi /  27 აპრილი 2021, 22:53 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ამნისტია ეხება როგორც პროტესტის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცველებს, საკითხი დახურულია, წერტილი

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტია 20 ივნისის მოვლენებისას ბრალდებულ ყველა პირს შეეხება - როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სამართალდამცველებს. „რუსთავი 2“-ის ეთერში თალაკვაძემ განმარტა, რომ თუ ვინმეს დაუდასტურდება არაადამიანური მოპყრობის, წამების, ან სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, ამნისტია მასზე არ გავრცელდება.

„პარლამენტი ვერ იხელმძღვანელებს ინტერპრეტაციებით, ყველამ უნდა იხელმძღვანელოს იმ ტექსტით, რომელიც იყო ხელმოწერილი. დიახ, ტექსტში არ წერია პოლიციელებზე და როცა ამას აზუსტებს პოსტფაქტუმ ქალბატონი სამადაშვილი, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, მათ ეს ძალიან კარგად ჰქონდათ განმარტებული და ხელი მოაწერეს მხოლოდ ამ განმარტების შემდეგ. ტექსტში რაც წერია, არის სიტყვა-სიტყვით შემდეგი: რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც რჩება პოლიტიკური დაპირისპირების საგნად, ამ ამნისტიით უნდა დაიხუროს ისე, რომ მომავალში აღარ იყოს დაპირისპირების საკითხი. შესაბამისად, ეს ტექსტი პირდაპირ აცხადებს იმას, რომ როგორც ნიკანორ მელიას და პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას ახორციელებდნენ, ასევე, ადამიანებს, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული, რომ, შესაძლოა, მათ გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, უნდა შეეხოთ ამნისტია“, - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, ამნისტია ეხება როგორც პროტესტის მონაწილეებს, ვინც დაარღვია კანონი, ასევე იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც დაარღვიეს კანონი

„რაც შეეხება ევროკონვენციის მესამე მუხლს, რომელიც უკავშირდება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, და სიცოცხლის უფლებას, ამ შემთხვევებში ჩვენ ჩავწერეთ, რომ ეს ამნისტია ასეთი ტიპის დანაშაულზე არ გავრცელდება. შესაბამისად, თუ პროტესტის რომელიმე მონაწილესთან ამ მუხლის დარღვევა დადასტურდება, რა თქმა უნდა, ამნისტია არ დაფარავს ამას. ასე რომ, ეს საკითხი დახურულია, წერტილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

ყველა სიახლე

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 23:19

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 აგვისტო 2026, 22:19

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 21:38

ეკონომიკა

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.

24 აგვისტო 2026, 21:14

საზოგადოება

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

24 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იური იგნატი

24 აგვისტო 2026, 20:55

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან

უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 20:50

საზოგადოება

ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.