ილჰამ ალიევი: პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას
ირაკლი ღარიბაშვილი
ილჰამ ალიევი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია აკავშირებს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.
ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.
ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ, მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 18:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე
მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 ივნისი 2026, 18:33
პოლიტიკა
პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას
ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 ივნისი 2026, 18:25
საზოგადოება
„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა
„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა.
14 ივნისი 2026, 18:24
მსოფლიო
Axios: აშშ და ირანი წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას დისტანციურად მოაწერენ ხელს
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკვე არაერთხელ დააანონსა ირანთან გარიგების დადება, განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი 14 ივნისს მოეწერება. ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ კვირას არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ.
14 ივნისი 2026, 18:15
საზოგადოება
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი საქართველოს სახელით „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო ეტაპზე გაიგზავნება.
14 ივნისი 2026, 18:00
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
14 ივნისი 2026, 17:53
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე: მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია
მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.
14 ივნისი 2026, 17:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.
14 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია
რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:21
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.
14 ივნისი 2026, 17:20
საზოგადოება
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს.
14 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს
წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.
14 ივნისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა
ბელფასტში რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
14 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
14 ივნისი 2026, 16:20
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
14 ივნისი 2026, 15:34
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.


