imedi /  05 მაისი 2021, 20:42 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან, მეგობრულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

ასევე აღინიშნა, პარლამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში, როგორც ორმხრივ, ისე - მრავალმხრივ ფორმატებში. აქვე ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის არსებობის მნიშვნელობას ორივე ქვეყნის პარლამენტში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი და საქართველო - მეზობლები არიან. მინდა ვთქვა, რომ არა მარტო მეზობლები ვართ, არამედ მეგობრებიც. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. მინდა ასევე ვახსენო, რომ მრავალი მსგავსება არსებობს ჩვენს ეროვნულ ტრადიციებში. ალბათ სწორედ ამიტომ ცხოვრობს ბევრი ქართველი აზერბაიჯანში. ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ახლა ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში. ისინი თქვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ ეს ორი თემი ხიდის როლს ასრულებს ჩვენს ერებს - ჩვენს ქვეყნებს - შორის. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ასზე მეტ მთავრობათაშორის დოკუმენტს მოწერა ხელი და, რამდენადაც ვიცი, 15 დოკუმენტი ამჟამად განიხილება. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებმა ჩვენი ურთიერთობის იურიდიული ჩარჩო შექმნა სხვადასხვა სფეროში. მრავალი სახის თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა. გასულ წელს - პანდემიის დროს, 2020 წელს - ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ეს მაჩვენებლები ჩვენი თანამშრომლობის დიდ მასშტაბებზე მეტყველებს. დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში. მეამაყება, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. მინდა ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებობს. ჩვენს პარლამენტში შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი და აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც არსებობს. ტრადიციულად, ამ ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის ურთიერთობა ყოველთვის ძლიერი იყო და, ვფიქრობ, დღესაც ძლიერია. მიმაჩნია, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეროვნული დელეგაციები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევრონესტი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), პარლამენტთაშორისი კავშირი (IPU) და ბევრი სხვა“, - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.

შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობებისა და პროექტების მნიშვნელობაზე.

„ქალბატონო სპიკერო, პატივცემულო მეგობრებო, დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. ბევრჯერ ვყოფილვარ ბაქოში. თქვენ შესანიშნავად აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ მეზობლები ვართ, არამედ მეგობრები. ჩვენ ერებს - ჩვენ ქვეყნებს შორის - შესანიშნავი ურთიერთობა არსებობს. ადრეც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან, ჩემს კოლეგებთან - აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ახლაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ალიევთან. ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გვქონდა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობისა და ასევე სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებსაც ეს ორი ერი ერთად ავითარებდა წინა საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნეშიც. ჩვენ მიზანსწრაფულნი და მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რათა მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივი ძალებით. ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მიღებისთვის - ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. კორონავირუსის გამო, ვიზიტებს არ ჰქონდა ხშირი ხასიათი, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მეტი ვიზიტი განვახორციელოთ მომდევნო თვეებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს პარლამენტის სახელით მოგიწვიოთ ჩვენთან. კახა კუჭავა გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ის არის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ამდენად, შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ისედაც ნაყოფიერი და შესანიშნავი ურთიერთობების განსავითარებლად ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენ ჩამოსვლას თბილისში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 23:19

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 აგვისტო 2026, 22:19

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.