ალი ასადოვი ირაკლი ღარიბაშვილს: დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში
ალი ასადოვი
ფოტო: Facebook
ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. ასევე, თქვენი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში ჩამოსვლას ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ ურთიერთობებისადმი. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს კიდევ უფრო განვითარების საქმეში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ვიზიტი დიდ როლს ითამაშებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების მიმართულებით.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაში ჩვენს ეთნიკურ წარმომადგენლებს, ანუ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არა მარტო ორ ქვეყანას შორის, ასევე რეგიონული ურთიერთობები და განვითარება, ასევე ევროპასთან ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ ორმხრივად რეალიზებულ პროექტებს. გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 20 სექტემბერს თქვენი მონაწილეობით გაიხსნა ეს პროექტი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროებს, ესენია - კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და სხვადასხვა დარგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში,“- აღნიშნა ალი ასადოვმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 20:51
რეგიონი
სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.
17 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
17 აპრილი 2026, 20:47
პოლიტიკა
ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
17 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
პეტრე ცაავა პატრიარქის შეურაცხყოფას არ ნანობს - ვინ აძლევს ტრიბუნას ეკლესიის დისკრიმინაციის მსურველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვის და რისთვის გაახსენდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელმაც საზოგადოებას პატრიარქის ცილისწამებით და შეურაცხყოფით დაამახსოვრა თავი. პეტრე ცაავა ნათქვამს არც ნანობს და იმეორებს კიდეც.
17 აპრილი 2026, 20:36
პოლიტიკა
სპეკულაცია და დეზინფორმაცია - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აბასთუმნის ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გავრცელებული ცნობები განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ცვლილებები კი სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას.
17 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, შეცვლილი ავტორები და უცვლელი სცენარი - ოპოზიცია ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერია ახალი სამოქმედო გეგმის ავტორი.
17 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.
17 აპრილი 2026, 20:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა
პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გაღრმავებასთან ერთად, მსოფლიო გამოწვევებზეც მსჯელობდნენ.
17 აპრილი 2026, 20:12
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიით განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდის პროცესს აწარმოებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ირანს სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში ეხმარებიან.
17 აპრილი 2026, 20:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
17 აპრილი 2026, 19:50
მსოფლიო
კალასი: ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად და ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება
ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად და ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, - განაცხადა პარასკევს გაერთიანების უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა.
17 აპრილი 2026, 19:30
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
17 აპრილი 2026, 19:27
რეგიონი
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
ღონისძიების გახსნაზე, სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მიქელაძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობას, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან კომპონენტს. ასევე ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში არსებული გამოწვევების გააზრებისა და შესაბამისი სტრატეგიული მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე.
17 აპრილი 2026, 19:21
მსოფლიო
ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?
წარუმატებელმა New York Times-მა, „ფეიკ-ნიუს“ CNN-მა და სხვებმა უბრალოდ არ იციან, რა ქნან - ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ მიზეზს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სიტუაციის გამო გააკრიტიკონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
17 აპრილი 2026, 19:18
პოლიტიკა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.
17 აპრილი 2026, 19:06
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა განმარტა რატომ გახდა საჭირო კანონპროექტში ცვლილებები და აღნიშნა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლა მიმდინარეობდა დასწრებულზე 4-წლიან ფორმატში, დაუსწრებელზე 5-წლიან ფორმატში და ერთი და იგივე კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო დაუსწრებელი რადგან 5-წლიანი იყო, ენიჭებოდა სამაგისტრო ხარისხი.
17 აპრილი 2026, 18:57
მსოფლიო
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ
ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
17 აპრილი 2026, 18:56
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როდესაც სასკოლო ფორმა არ არსებობდა
არანაირ დამატებით ხარჯზე საუბარი არ არის, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, - ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე „დღის ქრონიკაში“. მინისტრის თქმით, სახელმწიფო დაარეგულირებს ფასს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სასკოლო ფორმას.
17 აპრილი 2026, 18:50
მსოფლიო
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, უარყოფს გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, სადაც თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებს გადასცემს აშშ-ს, სანაცვლოდ კი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ ირანულ აქტივებს დაიბრუნებს.
17 აპრილი 2026, 18:36
პოლიტიკა
განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


