imedi /  05 მაისი 2021, 20:51 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ის ისტორიული პროექტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად განხორციელდა.

შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირს და ყურადღება გაამახვილა ერთობლივ, სამომავლო პროექტებზე.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში, მას შემდეგ, რაც დავინიშნე პრემიერ-მინისტრად. მანამდე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ვიმყოფებოდი. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემასა და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა შედგა პრეზიდენტ ალიევთან. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობასა და მეგობრობას. განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვთან შეხვედრისას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და აგრეთვე, მასშტაბურ ერთობლივ პროექტებს.

ალი ასადოვმა ყურადღება დაუთმო ქვეყნებს შორის თანაშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვისა და სხვა დარგების მიმართულებით.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. მაღალ შეფასებას ვაძლევთ პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში ჩამოსვლას და მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ ურთიერთობებისადმი. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს კიდევ უფრო განვითარების საქმეში. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაში ჩვენს ეთნიკურ წარმომადგენლებს, ანუ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არა მარტო ორ ქვეყანას შორის, ასევე რეგიონული ურთიერთობები და განვითარება, ასევე ევროპასთან ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ ერთობლივად რეალიზებულ პროექტებს. გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 20 სექტემბერს თქვენი მონაწილეობით გაიხსნა ეს პროექტი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროებს, ესენია - კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და სხვადასხვა დარგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ითამაშებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში,“- აღნიშნა ალი ასადოვმა.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 23:19

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 აგვისტო 2026, 22:19

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 21:38

ეკონომიკა

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.

24 აგვისტო 2026, 21:14

საზოგადოება

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

24 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.