imedi /  12 მაისი 2021, 18:11 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს შეხვდა

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი
არა აივაზიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მიმართულებით ურთიერთობების მეტად დინამიურად განვითარების სურვილი.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ყველა არსებული პრობლემის დიალოგის და მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, სამხრეთ კავკასიაში თავის პარტნიორებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2021, 11:19

COVID19

საქართველოში 668 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 668 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12. 589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

20 ივნისი 2021, 11:14

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს „მედია და კლიმატის ცვლილება” დაესწრო

სემინარის მონაწილეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირების პროცესი განიხილეს და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს გაეცნენ.

20 ივნისი 2021, 11:11

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.78%-ია

19 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.78%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2,66%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 11:10

მსოფლიო

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები იმართება

საფრანგეთის 13 რეგიონისა და 96 დეპარტამენტის წარმომადგენელთა ასარჩევად, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, სულ მცირე ერთ რეგიონში მაინც, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ პირველად გაიმარჯვებს, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ცვლილება იქნება.

20 ივნისი 2021, 10:59

მსოფლიო

ვარშავაში ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რამდენიმე ელჩი და ასევე ვარშავის მერი, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო მმართველმა პარტიამ უკვე გააკრიტიკა.

20 ივნისი 2021, 10:56

სამართალი

მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებული დედა და მამინაცვალი დანაშაულს არ აღიარებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, მცირეწლოვნის მიმართ წამების საქმეზე, ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს. საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის ჯგუფურად წამების საქმეზე, ბავშვის დედასა და მის მეუღლეს ბრალდება 19 ივნისს წარუდგინა.

20 ივნისი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 521 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 911 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 10:20

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 10:19

მსოფლიო

აშშ-ში, საქველმოქმედო მსვლელობისას, ველოსიპედისტებს სატვირთომ გადაუარა

აშშ-ში, არიზონას შტატში, ველოსიპედისტებს, რომლებიც მსვლელობას აწყობდნენ და თანხას აგროვებდნენ, პიკაპის ტიპის სატვირთო ავტომობილი შეეჯახათ და რამდენიმე მათგანს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება და დაკავება შეძლეს. დაკავებისას, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც, კაცი დაიჭრა და მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

20 ივნისი 2021, 10:09

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 1500-ზე ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 58 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1576 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 10:00

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 583-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 233 488 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 358 881 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 344 748, გარდაიცვალა 5 160 პაციენტი.

20 ივნისი 2021, 09:55

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში, ფერმერთა ინფორმირების პროცესში სეს-ისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

20 ივნისი 2021, 09:48

COVID19

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს. „ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.

20 ივნისი 2021, 09:26

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა უკვე 500 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში „მდგომარეობა კრიტიკულია“. ამ დროისთვის, ბრაზილიაში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი.

20 ივნისი 2021, 08:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 178 127 821 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 857 954 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 08:39

მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში, ამომრჩევლის მისაღებად, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით, 38 საარჩევნო ოლქში, უკვე 2 008 უბანია ღია. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. ხმის მიცემის პროცესს 9 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, წინასწარი შედეგები კი, 21 ივნისს, 8 საათზე გამოცხადდება.

20 ივნისი 2021, 08:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +35 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ივნისი 2021, 08:06

მსოფლიო

ბელგიაში სკოლის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სკოლის შენობის ნგრევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპული მუშებიდან ორი უცხოელია. ერთი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი - რუმინეთიდან.

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.