imedi /  21 მაისი 2021, 13:57 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას, რომელიც საქართველომ აირჩია, უფრო მეტი შრომა და მეტი რეფორმა სჭირდება

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ჩვენი განცხადება, რომ მზად ვიქნებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველი სამუშაო ვიზიტი გამართა ბრიუსელში, შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს.

„ჩვენ ასევე გვაქვს შეხვედრები ევროკომისართან და ნატოსთან. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ჩვენი განცხადება, რომ მზად ვიქნებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ კანონმდებლობის რეფორმირებას, არამედ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას, რომ ქვეყანას არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული დღის წესრიგი ექნება და შესაძლებლობას – 2024 წელს თქვას, რომ ჩვენ არამხოლოდ შევასრულეთ ასოცირების დღის წესრიგი, არამედ შესაბამისობაში ვართ იმ რეფორმებთან, რომლებსაც ზოგადად ევროპული დღის წესრიგი მოიცავს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო საუბრები ევროპარლამენტარებთან, საქართველო გრძნობს მათ მხარდაჭერას.

„თქვენ მიერ ნახსენებ კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ მას ხელოვნურ კრიზისს ვუწოდებთ, რადგან ფაქტობრივად არ არსებობს საფუძველი იმის თქმისა, რომ მოხდა არჩევნების გაყალბება, როგორც ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებს და დამკვირვებლებს ადგილობრივ საქართველოში, რომლებიც სრულად შეესაბამება ეუთო-ოდირის განცხადებებსა და საბოლოო ანგარიშს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული გზით. ხელოვნური კრიზისი შეიქმნა გაყალბებული არჩევნების ბრალდებების საფუძველზე, მაგრამ ასეთი აღქმა აღარ არსებობს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მზად არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობაზე, ჩვენ გვჭირდებოდა შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ასე რომ, შარლ მიშელის ჩართვა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ – მათგან მხოლოდ ორმა თქვა უარი – უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ.

ის, რაც არ გვინდა, ვიხილოთ მომავალში, არის საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი. საბედნიეროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში იმყოფება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე კვლავ უარს ამბობს, თუმცა არსებობს ნიშნები, რომ ისინი შემოვლენ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, რომ ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება გვექნება, ისინი გამოთქვამენ თავიანთ შეშფოთებასა და კრიტიკას პარლამენტის ტრიბუნიდან, კომიტეტის სხდომებიდან და არა ქუჩიდან, როგორც ისინი ამას დღემდე აგრძელებენ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:57

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:44

სამართალი

ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:39

საზოგადოება

ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება

ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.