imedi /  29 მაისი 2021, 17:19 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის დაფინანსება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ერთგულია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს როცა ურიცხავ ასეთი ტიპის თანხებს ბუნებრივია, რომ შენ გაქვს მოლოდინი, რომ აქ არის დემოკრატია, ვითარდება სახელმწიფო ინსტიტუტები და სწორედ ამიტომ გამოყოფ დიდი რაოდენობის ფინანსებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ ახლა გადაწყდა რამდენიმე ათეული მილიონით საქართველოს დაფინანსება, მათ შორის სამხედრო განვითარების კუთხითაც, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ერთგულია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს.

ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს როცა ურიცხავ ასეთი ტიპის თანხებს ბუნებრივია, რომ შენ გაქვს მოლოდინი, რომ აქ არის დემოკრატია, ვითარდება სახელმწიფო ინსტიტუტები და სწორედ ამიტომ გამოყოფ დიდი რაოდენობის ფინანსებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

ყველა სიახლე

02 აგვისტო 2021, 11:45

სამართალი

დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 11:43

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:40

ეკონომიკა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინის შესაძენად სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა დღეს იწყება

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება, 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება არანაკლებ 0,90 ლარისა

ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:31

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება

„ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა პრემიერმა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე: სამომავლოდ ასეთი ტიპის შეთანხმებაში შესვლას გამოვრიცხავთ

მმართველი გუნდის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის ტიპის შეთანხმებაში მონაწილეობას სამომავლოდ აღარ აპირებს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს. "შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან კარგი არაფერი მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

02 აგვისტო 2021, 11:26

COVID19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში აღნიშნულია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც მიუთითებს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

„შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უახლოეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის 35%, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:23

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა

„შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთთ ვაქცინაცია. გვაქვს „ფაიზერის“, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი წამლების ფასებზე: არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ - ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება

„ჩვენს მოსახლეობას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია აწუხებს. ქვეყანაში წამლების ფასები ძალიანაა გაზრდილი. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ყველა უკიდურესადაა ამის გამო შეწუხებული და შეშფოთებული. უკვე არაერთხელ ვესაუბრე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:12

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის

ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის და მეორე მხრივ, ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და ეპიდსიტუაციის მართვა - ამისთვის, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს

„ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ეკონომიკური ზრდის 6 თვის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. ეს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები

„აქედან გამომდინარე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები. ჩვენ უკვე მაქსიმალურად გავაფართოეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს. გვინდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაცია არის საჭირო. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წინა კვირას ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

02 აგვისტო 2021, 10:59

პოლიტიკა

პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღის განმავლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

02 აგვისტო 2021, 10:56

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

02 აგვისტო 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,01%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

02 აგვისტო 2021, 10:50

COVID19

მედია: ევროკავშირში „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ დოზები ძვირდება

კორონავირუსის მწარმოებელი კომპანიები - „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ვეროკავშირის ქვეყნებში დოზებს უფრო ძვირად გაყიდიან. მედიის ცნობით, „ფაიზერის“ ერთი დოზის ფასი 25%-ით, 15.50 ევროდან ($18.40) 19.50 ($23.15) ევრომდე ძვირდება. „მოდერნა“ 13%-ით, 19-დან 21.50 ევრომდე ($25.50) ძვირდება.

02 აგვისტო 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

02 აგვისტო 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Unjected

02 აგვისტო 2021, 10:27

ტექნოლოგიები

Apple-მა App Store-იდან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებისთვის შექმნილი გაცნობის აპლიკაცია წაშალა

Google Play-ში აპლიკაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია, თუმცა 16 ივლისს Google-ში განაცხადეს, რომ Unjected-ს ორ კვირაში წაშლიან, თუ აპლიკაციის ავტორები მომხმარებლების კონტენტის მოდერაციას არ გააუმჯობესებენ. კერძოდ, Google-ში არასანდოდ მიაჩნიათ მომხმარებლების შეტყობინებები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „ბიოლოგიური იარაღია“, რომელიც „ნანოტექნოლოგიურ მიკროჩიპებს შეიცავს“.