ამირან სალუქვაძე: სჯობს, სამიზნედ ის პარტია აირჩიონ, რომელსაც ადრე გიორგი გახარია გაქრობით დაემუქრა, ესაა მოსახლეობის მოთხოვნა და არა ოპოზიციისთვის კიევში დაწერილი დღის წესრიგით ცხოვრება
ამირან სალუქვაძე
ფოტო: არქივი
„სჯობს, სამიზნედ ის პარტია აირჩიონ, რომელსაც ადრე გიორგი გახარია გაქრობით დაემუქრა. ესაა მოსახლეობის მოთხოვნა და არა ოპოზიციისთვის კიევში დაწერილი დღის წესრიგით ცხოვრება. ჯერ ეს გავლენა იგრძნობა“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნებას.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, კიევში მყოფი ოპოზიციის ლიდერი ცდილობს, ოპოზიცია მუდმივად ერთ ფლანგზე ჰყავდეს გადალაგებული და ყველა ახალი პარტია ამ გავლენის ქვეშ ექცევა. მისივე თქმით, ახალი პარტიები ხელისუფლებასთან ომით კი არ უნდა იწყებდნენ, ხალხს უნდა ესაუბრებოდნენ რეალური პროგრამებით.
„რამდენიმე ადამიანმა მთხოვა ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა. დღის მთავარი თემაც იყო, თუმცა არ ვაპირებდი. შევეცდები ავხსნა დამოკიდებულება. ერთხელ ავხსენი და მეგონა საკმარისი იყო. საერთოდ, ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პირად ურთიერთობებს. ამ ურთიერთობებს და პატივისცემას ვინარჩუნებ ადამიანების თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც. ეს გიორგი გახარიასაც ეხება. რადგანაც პოლიტიკური შეფასება უნდა გავაკეთო, სანახევროდ გადავდებ პირად დამოკიდებულებას, რამდენიმე აქცენტს დავსვამ, ოღონდ მათ სიღრმისეულ ანალიზში არ შევალ. პირველი: გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში დავწერე ჩემი ამ ნაბიჯის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. საკითხი ეხებოდა მელიას დაკავების საპოლიციო ღონისძიებას, კერძოდ სასამართლო განჩინების აღსრულებას. ეს ნაბიჯი იმდენად მოულოდნელი იყო ყველასათვის, რომ ამან გამოიწვია დიდი შიდა რყევა „ქართულ ოცნებაში“, ჩამოშლის რისკის ზღვარზე, პარტიის ამომრჩეველთა სრული დეზორიენტაცია და ამ მარგინალური ოპოზიციის ისეთი აღზევება, რომ მმართველ პარტიას დიდი ბრძოლა მოუწია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.
მისივე განცხადებით, სიტუაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან საკმაო დათმობების ხარჯზე დასტაბილურდა.
„ამ შედეგებს ახლაც ვადევნებთ თვალს. გადადგომის მიზეზად დასახელდა მელიას დაკავების საკითხი და პოლარიზაციის შემცირება. მელიას საკითხი გაუგებარია, რადგან თუ ყველა, მ.შ. მაშინდელი პრემიერი, იყო სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მომხრე, ასე აცხადებენ ოცნების ლიდერები და არავინ უარყოფს, მაშინ ამას რომ დაკავება ავტომატურად მოჰყვებოდა, თავად ხომ უნდა სცოდნოდა? ვფიქრობ, იმუნიტეტის მოხსნის ეტაპზე იყო განცხადებები გასაკეთებელი. საკითხის ჩაგდების მცდელობა უნდა მოეხდინა. ეს მცდელობა არ ყოფილა. იმ დეპუტატებმაც მისცეს ხმა, ვინც მერე ოცნებას გამოეყო. ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, თუ ვითარებიდან გამომდინარე მოხდა, ესეც თემაა, თუმცა არაფერს ცვლის. ყველა ვარიანტში, გადადგომა კი არაა პრობლემა, არც „ოცნების“ კრიტიკა. პრობლემაა, როცა გარკვეული ქმედების გამო, ჩემთვის მიუღებელი ოპოზიციის რევანშის საშიშროება დგება. იმ დღეებში ჩემს ერთ-ორ მეგობართან მისაუბრია, რომ გახარიას გადადგომისთანავე ოპოზიციის რამდენიმე ასეული მომხრე, ენმ-ის ოფისიდან ოცნების ოფისთან რომ მივარდნილიყვნენ, „ოცნება“ წუთებში ჩამოიშლებოდა-მეთქი. ოპოზიციამ კი შორიდან ცქერა განაგრძო, სანამ ახალი პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმდებოდნენ. რაც შეეხება პოლარიზაციას. მაშინაც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, რომ: ა) პოლარიზაცია არ შემცირდება, გაიზრდება - მეთქი, გაიზარდა კიდეც და ბ) პოლარიზაციის მიზეზი იყო არა მელიას დაკავების საკითხი, არამედ „ნაციონალური“ მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მათი მიუღებლობა საზოგადოების მეტი ნაწილის მიერ. პოლარიზაცია არც შემცირდება. ათასჯერ დავწერე, ნახევრადსამართლიანობა ვერ შეამცირებს პოლარიზაციას. პირიქით, ნოყიერი ნიადაგია მეტი დაპირისპირების მისაღებად. ახლა კი გადადგომის მიზეზად პარტიასთან დაშორება გამოცხადდა, რაც ჩემთვის ასევე გაუგებარია. თუ ასე იყო, მელიას თემას არ უნდა დაკავშირებოდა, რადგან ამით მხოლოდ ოპოზიციამ მოიგო“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მისივე განცხადებით, „პარტიული ინტერესების სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დაყენება“ სერიოზული ბრალდებაა და განცხადების გაკეთებისთანავე საჭიროებდა კონკრეტულ ახსნას, ფაქტების მოყვანით.
„ხვალ, ზეგ ამაზე საუბარი უკვე კინკლაობას დაემსგავსება. ასევე მყისიერ განმარტებებს და კონკრეტული ფაქტების დასახელებას მოითხოვდა ბრალდებები კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით, რასაც უკვე ამ თვეებში პირველად არ აჟღერებენ. კანონი, ასევე დასავლური სტანდარტი, რომელსაც ასე ხშირად იშველიებენ პოლიტიკოსები, მოითხოვს კორუფციის ფაქტებზე, ნეპოტიზმზე, მყისიერ რეაგირებას. როცა წლების განმავლობაში რამდენიმე უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროს, კორუფციაზე რეაგირება არ ხდება, ხოლო დღეს ზოგადი განცხადებები კეთდება, რასთან გვაქვს საქმე, დანაშაულების დამალვასთან, თუ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან? ყველა ქვეყანაშია კორუფცია. ჩვენთანაცაა. ჩვენ გვჭირდება კორუფციასთან ბრძოლა, კონკრეტული ფაქტებით, შედეგებით და არა თითის გაშვერა. „პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება" ასეთ დანაშაულებზე არაა საკმარისი. ეს მხოლოდ სიტყვებია. ...ან რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაც ყველას სახელით ლილუაშვილმა თქვა? კორუფციის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობაა პოლიტიკიდან წასვლა და არა პოლიტიკაში მოსვლა. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას, ოპონენტებთან დისკუსიისას, პირიქით, კორუფციის არსებობის უარყოფა ხდებოდა“, - წერს ანალიტიკოსი.
მისივე შეფასებით, გიორგი გახარიას პროგრამული სიტყვა ზოგადი იყო, კონკრეტული აქცენტების, ციფრების, დასაბუთების გარეშე.
„ამას მივეჩვიე ყველა, ვიმეორებ, ყველა პარტიის მხრიდან. ოცნების წინასაარჩევნო პროგრამასაც ეხება. ერთ-ერთ მიზეზად ასევე დასახელდა ის, რომ ოცნება წინამორბედებს ედრებოდაო. ასეა ჩვენთან. სააკაშვილი შევარდნაძეს ედრებოდა 9 წელი, იმის მიუხედავად, რომ თავად წარმოადგენდნენ შევარდნაძის მთავრობას. ოცნება ნაციონალებს ედრებოდა. გახარიაც ოცნებაზე აკეთებს აქცენტებს და რატომაა გასაკვირი? ვერაფერი მოვისმინე ოპოზიციის აღვირახსნილობაზე. მე ავირჩევდი სხვა გზას. გადავდგებოდი სხვა დროს, სხვა მიზეზით, არ დავაყენებდი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ. გადაიტანა ოცნებამ ეს პერიოდი, თუმცა დგას ვადამდელი არჩევნების რისკის წინაშე, რაც ასევე აწყობს დანარჩენ მარგინალურ ოპოზიციას. მიზეზი კი გადადგომის ის დრო და შინაარსია. ასევე მაქვს ბევრჯერ დაწერილი, რომ ახალი პარტიები ხელისუფლებასთან ომით კი არ უნდა იწყებდნენ, არამედ ჩვენ უნდა გვესაუბრებოდნენ რეალური პროგრამებით. ყველაზე მთავარი კი, რაც მსურს ხოლმე გავიგო, ესაა ახალი პარტიის ღირებულებები, იდეოლოგია. მაგალითად, როცა ევროსაქები ნაციონალებს გამოეყვნენ, მოსახლეობამ მიიღო ორი ერთი ღირებულებების მქონე, უფრო სწორად ღირებულებების არმქონე პარტია, ოღონდ სხვადასხვა სახელწოდებებით. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი რას იღებს? ხომ უნდა გაიგოს ამომრჩეველმა მოქმედი და ყოფილი ოცნება რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უფრო მემარჯვენეები არიან, უფრო მემარცხენეები, მეტად ცენტრისტული, უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებულები თუ რა? ვერაფერი მოვისმინე საფრთხეების, ოკუპაციის საგარეო პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მაგალითად, წინა ხელისუფლების შიშით, მიუხედავად დასავლეთის მზადყოფნისა, რუსეთთან დიალოგი გაყინულია. ამ ფონზე პრორუსული ძალები აქტიურდებიან. მსგავსი საკითხებიც კონკრეტულად უნდა გაჟღერებულიყო დამფუძნებელ ყრილობაზე. რამდენიმე თვის წინ დავწერე, რომ 2024-ში კარგი ვარიანტი იქნებოდა კოალიციური მთავრობა. დღეს ვატყობ, რომ პარტიები არ არიან ასეთი კულტურისთვის მზად. „ნაციონალებმა“ დააწესეს მოდად, რომ თუ ნამდვილი ოპოზიცია ხარ, ხელისუფლებას უნდა ურტყა. ეს მათ აწყობთ. ოპოზიციონერობაზე ადრეც დავწერე და კიდევ დავწერ. აქ აღარ გავზრდი ტექსტს. ხალხს ესაუბრეთ, ხალხს. საერთოდ, ყოფილი გუნდის წარმატებების უარყოფა, ან ნახევრად აღიარება, ფეხებში გასროლაა. მოსახლეობა განაწყენდება ერთ პარტიაზე, ეძებს უკეთესს. ისევ განაწყენდება და ისევ ახალი მესიის მოლოდინშია. ხელის განძრევა კი არ გვსურს. მიჩვეულები ვართ მხოლოდ ოპოზიციის პროტესტს, აქციებს. ხელისუფლების, კონკრეტული პარტიის მომხრეებმაც, ამომრჩევლებმაც უნდა ისწავლონ აქციების მოწყობა. როცა არ მოგწონს პარტიის რაიმე ნაბიჯი, შეიკრიბეთ მის ოფისთან, გამოიყვანეთ ლიდერები სასაუბროდ და მოსთხოვეთ პასუხი. თუ გვსურს უკეთესი ცხოვრება, ასე უნდა ვიქცეოდეთ. ამომრჩეველი უნდა გადალაგდეს ღირებულებების მიხედვით და ისწავლოს პარტიების, იდეების ერთგულება, ამ იდეებისათვის ბრძოლა. სხვათა შორის, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მომეწონა. მოვედი, გავაკეთე, წავედი, ასე არაა... მის გადადგომასაც მოჰყვა მისი ამომრჩევლის დეზორიენტაცია, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო მისგან. ადრე დავწერე, პარტიებმა ჩაუფიქრდით პარტიების დასახელებას მეთქი. ეს „ოცნებასაც“ ეხებოდა. რასაც ნიშნავდა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნება", ასრულდა? ეს ისე, სრული სურათისთვის. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება" კარგა ხანს დარჩება მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ და მის პარტიად. არჩევნებზეც ეს ფაქტორი წელსაც იმუშავებს და, ალბათ, შემდეგ არჩევნებზეც. მოკლედ, კიევში მყოფი ოპოზიციის ლიდერი ცდილობს ოპოზიცია მუდმივად ერთ ფლანგზე ჰყავდეს გადალაგებული. ყველა ახალი პარტია ამ გავლენის ქვეშ ექცევა. გუშინ ითქვა, ყველა ღირსეულთან ვითანამშრომლებთო, მაგრამ არ ითქვა ვისთან არ ითანამშრომლებს. არაფერი ითქვა ოპოზიციაზე. არადა, კითხვა ოპოტელევიზიის მხრიდან პირდაპირ დაისვა, ოცნებას თუ დასჭირდა კოალიცია, თუ ითანამშრომლებო. თუ წლების განმავლობაში ამ გუნდის წიაღიდან მოდის პარტია, მასთან შესაძლო თანამშრომლიბა რატომ უნდა იყოს პრობლემა? ნაცმოძრაობის დამუნათების შიშია? ესაა სულ. ყველა შემთხვევაში ახალ პარტიას წარმატებებს ვუსურვებ. ოღონდ სჯობს სამიზნედ ის პარტია აირჩიონ, ვისაც ადრე გიორგი გახარია გაქრობით დაემუქრა. ესაა მოსახლეობის მოთხოვნა და არა ოპოზიციისთვის კიევში დაწერილი დღის წესრიგით ცხოვრება. ჯერ ეს გავლენა იგრძნობა. ნახევრად სამართლიანობა, ნახევრად უსამართლობაა, ნახევარსიმართლე - ნახევარსიცრუე“, - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 14:18
სამართალი
ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე
ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
28 მაისი 2026, 14:17
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს
მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.
28 მაისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
28 მაისი 2026, 14:09
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს
„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
28 მაისი 2026, 14:01
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.
28 მაისი 2026, 14:00
ეკონომიკა
8200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
28 მაისი 2026, 13:58
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
28 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
28 მაისი 2026, 13:56
მსოფლიო
რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 13:10
მსოფლიო
Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


