imedi /  10 ივნისი 2021, 19:10 / სანდო წყარო

EUMM: ლიეტუვის პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვია

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტ ნაუსედას მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და შესთავაზა მას საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე.

გაყოფილ სოფელ, დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება. პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით.

დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები.

ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა თბილად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის. .

მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე 2021 წლის 29 აპრილს შედგა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს.

ყველა სიახლე

ბენ ჰოჯესი

16 ივნისი 2021, 10:16

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ უნდა პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ უნდა პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ,უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტონ ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 10:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნატოს სამიტზე: საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში

ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა. საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 ივნისი 2021, 10:09

საზოგადოება

რას გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვა საპენსიო ასაკის პირებისთვის

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, პენსიონერებს უფინანსდებათ: გეგმური ქირურგიული მომსახურება ანუ კარდიოქირურგია, ონკოქირურგია და სხვა სახის ქირურგიული ჩარევა. თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარია და ამ ღირებულების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსება 90%-ს ანაზღაურებს.

16 ივნისი 2021, 10:04

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

16 ივნისი 2021, 09:51

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე კომპანიებმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

16 ივნისი 2021, 09:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ და ტაიფუნებმა ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობა შექმნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“. ამის ​შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 09:17

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

16 ივნისი 2021, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

16 ივნისი 2021, 08:38

მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ Reuters ინფორმაციას ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო იერიში პალესტინის მიერ ცეცხლოვანი ბურთების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

16 ივნისი 2021, 08:27

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

ირაკლი კოვზანაძე

16 ივნისი 2021, 08:17

ეკონომიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დღეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარედგინება. ამასთან, განხილული იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშიც.

16 ივნისი 2021, 08:07

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

ჟენევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება და ხუთ საათს გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2021, 08:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ვატიკანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარს (ვატიკანს) ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

16 ივნისი 2021, 00:51

ტაბლოიდი

პაკისტანში ჭაში ჩავარდნილი ძაღლი და კატები 10 თვის შემდეგ გადაარჩინეს. ვიდეო

მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოველებს ადგილობრივი მცხოვრები აჭმევდა. შემდეგ საქმეში საქველმოქმედო ორგანიზაცია ACF Animal Rescue ჩაერთო, რომელმაც ცხოველების ჭიდან ამოყვანა გადაწყვიტა და სამაშველო ოპერაციის კადრები Youtube-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოზე ჩანს, რომ ჭაში წყალი არ არის, ცხოველები კი ნაგვით მოფენილ ფსკერზე დარბიან.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:36

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონზე: მაქვს განცდა, რომ ესაა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი - არ შეიძლება ბავშვებთან ასე მოქცევა

„ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომ არათუ საუკეთესო ინტერესები, ბავშვის უფლებები იყო დარღვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბავშვები ამ ყველაფერს ისმენდნენ“, - განაცხადა ნინო წმინდის პანსიონის საქმის შესახებ საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 00:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება განვიხილოთ ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მუშაობს ჟან მონეს დიალოგზე და ქართული მხარე ფიქრობს, თუ რა შეიძლება იყოს ამ დიალოგის მთავარი საკითხები.

Serapias parviflora

16 ივნისი 2021, 00:34

ტაბლოიდი

ლონდონში ერთ-ერთი შენობის სახურავზე იშვიათი ჯიშის ორქიდეები აღმოაჩინეს🌸

Serapias parviflora-ს ჯიშის ყვავილები დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კორნუოლში 1989 წელს შემოიტანეს. კოლონია 20 წლის შემდეგ გადაშენდა. ახლა კი ამ ჯიშის 15 ყვავილი, რომელიც სახურავზე აღმოაჩინეს ამ სახეობის ერთადერთი ველური კოლონიაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Post Malone

16 ივნისი 2021, 00:24

ტაბლოიდი

Post Malone-მა ბრილიანტის კბილები ჩაისვა

მომღერლის ფოტო Instagram-ზე დანტისტმა ტომას კონელიმ გამოაქვეყნა. მისი თქმით, მუსიკოსმა ბრილიანტებით ეშვები ჩაანაცვლა. ძვირფასი ქვების საერთო წონა 12 კარატია. ეს კოსმეტიკური პროცედურა Malone-ს 1,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნატოში ჩვენი ინტეგრაცია მეთოდური და ძალიან თანმიმდევრული პროცესია

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების იმედს გვაძლევს ამერიკის შეერთებული შტატების გაცილებით უფრო ენერგიული პოზიცია, ვიდრე ეს იყო ბოლო წლებში და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობითი სამიტის შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს დანარჩენ პარტნიორებს შორის გაიმართა, ეს პროცესი ახალი ენერგიით უნდა დაიძრას. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველა წინაპირობა არის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონის საკითხის გაშუქებაზე: ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით

„ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით. ეს ძალიან სამწუხაროა. ჟურნალისტი ძალიან საპატიო პროფესიაა და დღეს, საზოგადოებაში ძალიან ნეგატიურ განცდებს იწვევს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „იმედის ფაქტორთან“ საუბრისას, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხის გაშუქების შესახებ საუბრისას განაცხადა.