www.imedi.ge /  14 ივნისი 2021, 13:15 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაზე: ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო არენაზე

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი გარანტიები გვაქვს, რომ ისინი ჩვენთან მიმართებაში მუდმივად ახსენებენ რუსეთის ფედერაციას ვალდებულებების შეუსრულებლობას, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისის მედიაცია სამხრეთ კავკასიაში მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს პრიორიტეტული თემა გლობალური უსაფრთხოებისა და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე.

„ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდსა და ტაქტიკურ გზას ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (ფაქტორი) ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა რეგიონში მშვიდობისმყოფელის ფუნქცია მიეღო, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება ამ მცდელობების პირველი კონკრეტული შედეგია. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მედიაციის პროცესის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ თბილისიდან იღებდნენ.

„ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო არენაზე და ჩვენი როლი, ფუნქცია და მნიშვნელობა გამოიკვეთა. ამიტომ, მე მგონი უადგილოა იმაზე საუბარი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგსა და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს", - აღნიშნა ზალკალიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 15:26

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს

ევროკავშირი სირიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებით აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიკა ობოლაძე

17 აპრილი 2026, 15:18

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე, რომ „არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და 5 წელია, პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს - ნაცმოძრაობა დუმს

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთლისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.

17 აპრილი 2026, 15:12

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

17 აპრილი 2026, 15:10

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პაატა სალია
ლი ჯუნჰუა

17 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 15:05

პოლიტიკა

პრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრ, აიაზ ბაეტოვთან.

17 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან.

17 აპრილი 2026, 14:50

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა.

ანდრია ჯაღმაიძე

17 აპრილი 2026, 14:47

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

17 აპრილი 2026, 14:45

მსოფლიო

Reuters: ლიბანსა და ისრაელს შორის ზავის გამოცხადების შემდეგ ნავთობმა გაიაფება დაიწო

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

17 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

ოპოზიციას ვურჩევდი ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

17 აპრილი 2026, 14:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით

ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე, - წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია

„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის, ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის ზუსტად იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია კავკასიაში მშვიდობა.

17 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:20

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.