imedi /  14 ივნისი 2021, 20:36 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს სამიტის კომუნიკეში მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიების მიმართ

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველომ ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკეთი ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ცალსახად მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიების მიმართ. ასევე მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და მას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს. მათ შორის ნატო-სთან თავსებადობის კუთხით და ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მომავალში საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით გაიმართება 2022 წელს კიდევ ერთი ერთობლივი წვრთნა ნატო-საქართველოს შორის.

ნატო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა წამოვა, რათა გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. ეს არის ძლიერი და მკაფიო გზავნილები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.

ბრიუსელში ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას აბსოლუტურად კეთილსინდისიერად ვმოქმედებდით, ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი

ყველამ იცის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. ასე ვიქცეოდით ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისასაც. ეს გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე იმ დოკუმენტის დაცვით, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი, როგორც მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ყვითელი ლენტი

31 ივლისი 2021, 20:09

სამართალი

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანაი ბრუკს ეძებენ. ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ ზრახვებს განხორციელება არ უწერია, ისინი ვერ ეღირსებიან, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს

ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ეღირსებიან იმას, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ნატოს. ეს არის მათი ოცნება და მიზანი, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ზრახვებს განხორციელება არ უწერია.

31 ივლისი 2021, 18:03

COVID19

უკრაინაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც დაუშვეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 წელს აღემატება, „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ. აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნაზე

31 ივლისი 2021, 17:42

COVID19

რამდენ ადამიანს მოემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

31 ივლისი 2021, 17:26

მსოფლიო

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია.

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 16:09

მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

31 ივლისი 2021, 15:57

მსოფლიო

ერაყში, დაკრძალვის პროცესიაზე თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები პროცესიას დაესხენ თავს. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია 13 პირი, დაშავდა 45. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუჯება „დაეშის“ წევრები არიან.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 15:45

სპორტი

ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 15:37

საზოგადოება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ივლისი 2021, 15:13

სამართალი

რას ჰყვებიან თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს -შანაი ბრუკს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 ივლისი 2021, 15:02

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების Twitter-ის გვერდი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

31 ივლისი 2021, 14:51

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

31 ივლისი 2021, 14:34

COVID19

პედაგოგების რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტში ცალკე სივრცე მოეწყობა

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისი 2021, 14:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი მიქანაძე

31 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.