imedi /  18 ივნისი 2021, 17:29 / სანდო წყარო

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინა

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინა და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზა საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინა.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს". სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი - „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადების და დევნის კუთხით, ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას, იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა და რიკ დემსი

27 ივლისი 2021, 13:37

პოლიტიკა

კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია.

27 ივლისი 2021, 13:28

COVID19

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

27 ივლისი 2021, 13:21

მსოფლიო

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 81 750 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.085 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.021 პროცენტით განისაზღვრა.

27 ივლისი 2021, 13:16

რეგიონი

ძლიერი წვიმის გამო მაღალმთიან რეგიონში რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი. აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

27 ივლისი 2021, 13:15

რეგიონი

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. წყალდიდობის შედეგად, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე, ადგილობრივების ეზოები და სავარგულები დაიტბორა. მოსახლეობა წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად საწრეტი არხის არარსებობას ასახელებს.

27 ივლისი 2021, 13:13

COVID19

ბოლო 24 საათში ტოკიოში კორონავირუსის 2 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 2 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

27 ივლისი 2021, 13:10

საზოგადოება

პირველი აგვისტოდან გლდანისა და სამგორის რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი. საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე. რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

27 ივლისი 2021, 13:10

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

27 ივლისი 2021, 13:09

საზოგადოება

UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის

ჩემთვის დიდი პატივია, UNESCO-ს სახელით მივულოცო საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა. „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს, რომელიც მილიონობით წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის! თქვენ დაამტკიცეთ, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და მემკვიდრეობა!, - განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურის დარგში, ერნესტო ოტონემ.

27 ივლისი 2021, 13:09

პოლიტიკა

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

27 ივლისი 2021, 13:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და კატარს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე მზაობა გამოითქვა, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

27 ივლისი 2021, 13:07

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლვოვის რეზიდენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, თბილისისა და ლვოვის სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობისთვის, ქართველი ავტორების განაცხადების მიღება იწყება. პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში, უკრაინელი ავტორი იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი ქალაქ ლვოვში გაემგზავრება.

27 ივლისი 2021, 13:02

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

27 ივლისი 2021, 12:59

მსოფლიო

ინდოეთში ოჯახის წევრებმა 17 წლის გოგო ჯინსის ჩაცმის გამო მოკლეს

ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, 17 წლის გოგო ოჯახის რამდენიმე წევრმა ცემით მოკლა. მიზეზი ჯინსის შარვლის ჩაცმაა. მოკლულის დედა ამბობს, რომ თინეიჯერს ოჯახის არაერთმა წევრმა, ჯოხებით, უმოწყალოდ სცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივლისი 2021, 12:56

COVID19

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე მომზადდება, გატარდება ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების კუთხით

ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:55

COVID19

პაატა იმნაძე: მითხრეს, რომ ადამიანების სპეციალური ჯგუფია, რომელიც ადგილებს იმისთვის ჯავშნიდა, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ

გუშინ მითხრეს, რომ ადამიანების ჯგუფია სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს იმისთვის, რომ ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:44

COVID19

პაატა იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიში ხალხი არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

ანტივაქსერები ყველგან არიან მსოფლიოში. თქვენ ნახეთ, რახელა დემონსტაცია გამართეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში. ეგეთი ხალხი ყველგან არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ივლისი 2021, 12:43

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

27 ივლისი 2021, 12:42

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი

„ვისაუბრეთ დელეგაციის მუშაობაზე, რომელსაც ახორციელებს ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საკითხებით, არამედ ჩვენი დელეგაციის წევრები ასევე მუშაობენ ისეთ თემებზე, რომელიც საერთო დღის წესრიგს წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის და რა თქმა უნდა ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი შესაძლებლობები გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს ევროპის საბჭოში. როგორც იცით, საქართველო მონიტორინგის პროცესში მონაწილეობს. ასევე, გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელზეც იყო საუბარი და პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ დოკუმენტს, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მოხდეს დეესკალაცია და პოლარიზაცია შემცირდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:28

COVID19

რომელი ვაქცინით შეიძლება ორსულების აცრა

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.