IMEDI /  21 ივნისი 2021, 20:17 / სანდო წყარო

დავით ზილფიმიანი: არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო

დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი

რაც არ უნდა მოინდომოს ცესკომ, შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ოქმები არსებობს, ატვირთულია და ასლი ყველა პარტიას აქვს, ვინმემ, თუნდაც ჟვანიამ, თავის გემოზე შეცვალოს მონაცემები, ჩემთვის ეს დახურული თემაა, - ამის შესახებ „ევროპელი-სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების გამოკვლევის შედეგად არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით პასუხი იმდენად დადებითია, სკეპტიციზმის უფლება აღარ აქვს.

„ჩვენ სადავო უბნების გამოკვლევა დავიწყეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ენერგია არ გვყოფნიდა, უბნები შევარჩიეთ ალბათური წესით და დავიწყეთ გამოკვლევა, მაგრამ ეს მღრღნიდა მაინც სადღაც, რატომ არ გავაკეთოთ ის, რასაც, როგორც წესი აკეთებენ - როდესაც მონაცემები მუშავდება, ნაკლებად სანდო მონაცემები შეგვიძლია მთლიანად ამოვრიცხოთ და ვნახოთ, წყნარმა საქართველომ რა გააკეთა. მე არ ველოდი ასეთ თანხვედრას. მიზერით შეიცვალა პასუხი. დადებითი იქნებოდა თუ უარყოფითი მე იმ პასუხს მივენდობოდი. გამოვიდა, რომ პასუხი იმდენად დადებითი იყო არგაყალბებასთან დაკავშირებით, ამიტომ შინაგანად აღარ მაქვს უფლება, რომ აქამდე თუ სკეპტიკურად ვიყავი, რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო“,- განაცხადა ზილფიმიანმა.

თამარ ჟვანიამ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 15:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდა

„მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების რეფორმაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან განვიხილეთ, რეფორმის რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ფინანსები იქნება საჭირო,“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 15:27

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ფაქტი და მოცემულობა გვიჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვეღარ მოვა

„ოპოზიცია, ალბათ, ორ ნაწილად - შედარებით კონსტრუქციულად და რადიკალურ ოპოზიციად უნდა გავყოთ. ყოველი არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიცია რაღაც ვნებებს უშლის თავის ამომრჩეველს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:20

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი, 85 კვალიფიციური ბიზნესპროექტის განაცხადი, რაც სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას ადასტურებს

ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი

03 აგვისტო 2021, 15:19

მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა.

03 აგვისტო 2021, 15:13

COVID19

აჭარაში ვაქცინაცია გაფართოვდა და აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს. აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში, ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენზე. არიან წარმატებული ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენებზე: ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა..

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს ვცემთ IRI-სა და NDI-ს, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან და კონტროლდებიან

„ჩვენ არასდროს ვენდობოდით, ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე

ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში

„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ",- განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

„ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა

ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, დეოკუპაციის ძალისხმევასთან ერთად, ჩვენ ახალი ინიციატივებითა და ქმედითი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:45

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ორიენტირებული, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გააუმჯობესებს

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სატელევიზიო არხების და პარტიების უმეტესობას სურთ, მთელი საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ

„არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი - დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟითა და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატოსთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:40

COVID19

თეა ახვლედიანი: რწმენას გამოვთქვამ, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში

„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები დაგროვდა

„გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელთაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2021, 14:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სულ რაღაც ცხრა თვეზე ნაკლებ პერიოდში უაღრესად ეფექტური ვაქცინა მივიღე - იმედია, ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაცია შეაქო უაღრესად ეფექტური ვაქცინისთვის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები, ერთობა ჩვენს საზოგადოებაში

„ჩვენ დავისახეთ მიზნად, ეტაპობრივად, თანმიმდევრული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. მხოლოდ საუბარი, დამეთანხმებით, საკმარისი არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, როგორც ტრადიციულად ვიმეორებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით, კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ერთობა ყოველთვის იყო გამოწვევა ქართველებისთვის, მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანი და ძლიერი, ყოველთვის წარმატებული იყო ჩვენი საქართველო“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას - თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 14:25

პოლიტიკა

რა გამოცდილება აქვს გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც დღეიდან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ცესკოს უხელმძღვანელებს

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.