imedi /  24 ივნისი 2021, 18:14 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭომ შეაფასა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასამბლეის საზაფხულო სესიას, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში, 21-24 ივნისს გაიმართა, დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ, სხდომების მუშაობაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა დეპუტატებმა - გივი მიქანაძემ და მარიამ ლაშხმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.

„რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტის შემაჯამებელი განცხადებები გაკეთდა მონიტორინგის კომიტეტზე, სადაც შეფასებული იქნა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და დასახული იქნა ის მოლოდინები, რომლებიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, იტალიის, „ბალტიკ პლუსის“ დელეგაციების ხელმძღვანელებსა და წევრებთან, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი სოციალისტების ჯგუფის პრეზიდენტთან. ირაკლი ჩიქოვანმა და თამარ ტალიაშვილმა კოლეგებს დელეგაციის სამუშაო გეგმები გააცნეს და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის კონვეციის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაშიც.

ყველა სიახლე

18 მარტი 2025, 16:32

პოლიტიკა

პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

18 მარტი 2025, 16:10

საზოგადოება

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით მიიღო

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა.

შოთა ბერეკაშვილი

18 მარტი 2025, 15:58

პოლიტიკა

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 83 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

18 მარტი 2025, 15:52

პოლიტიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:44

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ექნება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

18 მარტი 2025, 15:40

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: ტრამპი და პუტინი ძალიან კარგი მეგობრები არიან

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი კარგი მეგობრები არიან. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:19

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა

შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

18 მარტი 2025, 15:08

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

18 მარტი 2025, 15:05

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება კრემლის ლიდერი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გიორგი გამსახურდია

18 მარტი 2025, 14:57

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: დიდი ვარაუდით, ჩეხეთში შემოდგომაზე ეროვნული და პატრიოტი კაცი, ანდრეი ბაბიში მოიგებს არჩევნებს. შესაბამისად, მიდგომაც შეიცვლება

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

დენ ბორჯინო

18 მარტი 2025, 14:53

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე გახდა

ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი, პუბლიცისტი და რადიო წამყვანი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ლევან მაჭავარიანი

18 მარტი 2025, 14:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს ცდება

საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ისინი ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ნეგატიური ნარატივი გაატარონ.

18 მარტი 2025, 14:47

საზოგადოება

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ცენტრალურ არქივს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობის არქივი გადაეცა

5 ენაზე შესრულებულ 400-გვერდიან დოკუმენტში თავმოყრილია საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ისტორიული დიპლომატიის ელემენტები და ნიმუშები. მეცნიერებს დოკუმენტის დამუშავების შესაძლებლობა ეროვნულ არქივში ექნებათ.

მიხეილ დუნდუა

18 მარტი 2025, 14:46

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: სამუშაო სიღარიბის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა, დასაქმებულთა ოდენობა, რომელიც სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმაა, არის 1,7 პროცენტი. ეს ახალი ისტორიული მინიმუმია

სამუშაო სიღარიბის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

ირაკლი კირცხალია

18 მარტი 2025, 14:44

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე: ქველმოქმედება იყო პიარის ნაწილი და რეალურად რომელ დესტრუქციას ემსახურებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან ნათლად ნახა

ქველმოქმედება იყო პიარის ნაწილი და რეალურად რომელ დესტრუქციას ემსახურებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან ნათლად ნახა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

18 მარტი 2025, 14:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ფაქტობრივად ომის იმიტაცია მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა

ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ფაქტობრივად ომის იმიტაცია მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

ვლადიმერ ბოჟაძე

18 მარტი 2025, 14:38

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის ქონება, ასევე კერძო საკუთრებები და ეს როგორც ჩანს, იყო ორგანიზებული დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიმართ, რომლებსაც არ უნდათ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

დეპუტატმა პროკურატურის მიერ დაყადაღებული იმ ფონდების შესახებ ისაუბრა, რომლებიც, პროკურატურისვე განცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.

გურამ მაჭარაშვილი

18 მარტი 2025, 14:35

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ახლა უკვე რეალურად საფრთხეები გაიზარდა, ამიტომ, ეს მკაცრი კანონი, რომელიც ამერიკას იცავს და მისი უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი, ჩვენ გვინდა, რომ იყოს ასევე საქართველოში

ეს მკაცრი კანონი, რომელიც ამერიკას იცავს და მისი უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი, ჩვენ გვინდა, რომ იყოს ასევე საქართველოში, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა ამერიკულ „ფარა“-ზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

18 მარტი 2025, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ, ამ უტიფრობას და თავხედურ მიდგომებს ვხედავთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ფაშიზმი დემოკრატიის სახელით

„უკვე სათვალავიც აგვერია თუ რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ქვეყანამ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რომლებიც პატრონობენ აქ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ - სრულიად დაცლილი ყოველგვარი მორალისგან, ყოველგვარი ფაქტისგან, ნაკარნახები, როგორც ლობიზმით, ასევე, ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტით. სამწუხაროდ, 2022 წლის შემდეგ, როგორც ქართული საზოგადოება, ასევე, მსოფლიო შეაჩვიეს ორმაგი სტანდარტებით საუბარს. ამას აკეთებენ „დიფ სთეითის“ მხრიდან ხელდასმული, არარჩეული ბიუროკრატები და ასევე, ხელდასმული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან ევროკავშირის ამა თუ იმ წამყვან თუ არაწამყვან ქვეყნებში, ბიუროკრატიებში და ასევე, ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მოქმედებენ ევროპის და დემოკრატიის სახელით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

18 მარტი 2025, 14:25

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ანა ჩხიკვაძეზე: აი, ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკისა და ლომაიას, განათლების რეფორმების „საამაყო“ პროდუქტი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ანა ჩხიკვაძის განცხადებას „რამდენჯერ მომიხსენიეს, როგორც აშშ-ს აგენტი, აშშ-ს პროპაგანდისტი - მე ამით ყოველთვის ძალიან ვამაყობ - „ამერიკის ხმა“ ამერიკულ ძალადობას, რომლისაც მე მტკიცედ მჯერა საზღვარგარეთ ეხმარება“ სოციალური ქსელით ეხმიანება.