29 ივნისი 2021, 11:48 / სანდო წყარო

კახა კალაძე: პანდემიისას, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებების ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოგვიკლია - პირიქით, დავამატეთ

კახა კალაძე

კახა კალაძე

„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა, რომელიც სერიოზული პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებების ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოგვიკლია. პირიქით - დავამატეთ, რათა პრიორიტეტები სწორად გადაგვენაწილებინა და მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც, სოციალური ან ჯანდაცვის მიმართულებით, დახმარება სჭირდება, დედაქალაქის მერიის იმედი შეუძლია ჰქონდეს.

„სოციალური მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი პროგრამები, რომლებითაც ვეხმარებით ოჯახებს, ადამიანებს, სტუდენტებს. ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით, დაფინანსდა ძალიან ბევრი პროგრამა. 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქალაქს, მაგრამ ვიდრე ამის საჭიროება და აუცილებლობა დგას, მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2021, 00:39

COVID19

CDC: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურმა პირმა, კრისტინ ოლსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი და ამის შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა

კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაღიზიანებულ და განერვიულებულ გიორგი გახარიას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება უინტელექტო ადამიანს თბილისის მოსახლეობის ერთმა მეოთხედმა მისცეს ხმა

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, შემიძლია ხელი მოვაწერო ამას, ორჯერ მეტი ექნება კალაძეს, ვიდრე მელიას და ორჯერ მეტი მელიას ვიდრე გახარიას. ეს ერთხელ გაკეთებული მაქვს „იმედის“ ეთერში და პასუხისმგებელი ვიქნები ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: საინტერესო დეტალია - ჩანაწერებში იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ფურცელი არ არსებობს

„უცბად ერთ-ერთი მათგანი გადადის ოპოზიციაში, ხდება გახარიას პარტიის წევრი და ზუსტად ამ წლებში შესაბამის სფეროში სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაცია ხდება საჯარო და საჯარო იმ ტელევიზიებისთვის, რომლებთანაც ალიანსშია გახარიას პარტია. ესენია „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მთავარი“ და მათგან ხდება ამ ინფრომაციის გამოქვეყნება“, - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესაუბრება

„ყველა აღნიშნავს, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს ის მწყობრი კამპანია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას. სამი თვე ისე წარიმართა საარჩევნო პროცესი, რომ არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა. ამის მერე წამოვიდა ერთი, მეორე, მესამე და ყველაფერი თვალსაჩინოა, რომ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც 2020 წელს ჩვენ გვქონდა სუფთა დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და აღიარა ეუთო/ოდირმა, რომ ის არჩევნები იყო როგორც კონკურენტული, ისე თავისუფალი, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მყარად იქნება ეს ყველაფერი ასახული ახალ დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

23 სექტემბერი 2021, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც უფრო მეტ პროვოკაციას მოაწყობენ, მით უფრო მძიმე იქნება მათთვის ეს შედეგი

ძირითადად 2 რამეზე საუბრობენ ხოლმე - ერთი მიშას ჩამოსვლა, რაც მას არ უწერია და თუ უწერია, ვიცით სადაც მოხვდება. მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, აზრი არა აქვს არჩევნებზე წასვლას. მეორე მესიჯია, რომ იქნებ სხვა ფორმით რაღაცნაირად ავატოკოთ სიტუაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მშვიდად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე

კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ როგორი მძიმე ფორმისაც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მათ შორის ამ ფორმის, რაც მართლა ძალიან მძიმე იყო, მათ არ მისცენ რეაქცია ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, რომ მათ არ მიეცეთ პროვოკაციების საშუალება და მშვიდად მიიყვანონ ეს არჩევნები ბოლომდე.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისის ინციდენტში ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონია, რაც არა ვენიდან წამოღებული, არამედ შესაბამისი სამედიცინო დასკვნებით დასტურდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში მომხდარ ინციდენტზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელიას ბრალდება, თითქოს „ქართული ოცნების“ მესიჯი იყო, რომ „ნაციონალებმა“ თვითონ დაჭრეს თავისი აქტივისტი, არის მტკნარი სიცრუე.

23 სექტემბერი 2021, 23:24

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე

ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანი, ჩვეულებრივი ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც იპარება ყველა პროვოკაციიდან

რაც დღეს ვიხილეთ, მგონი არავის არ უკვირს გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი და ეს ჯაჭვი ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და გრძელდება. მსგავსი პროვოკაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სერგეი ლავროვი ჟოზეფ ბორელი

23 სექტემბერი 2021, 23:17

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირსა და რუსეთს სერიოზული უთანხმოებები აქვთ, თუმცა საგარეო პოლიტიკის რიგ საკითხებზე თანამშრომლობა გვჭირდება

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 23:05

პოლიტიკა

ავთანდილ ცინცაძე: დიდ დიღომში განხორციელებული პროექტები ათწლეულებს გაუძლებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

23 სექტემბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: გიორგი გახარიამ ნარკოტესტთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი გააჩინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ქმედებებმა გარკვეული კითხვის ნიშნები და ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ ინციდენტზე: რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია და ამის შესაძლებლობას არავის მივცემ

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დებატებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და საზოგადოებას სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოს კვირის მენიუც გააცნო. მისი თქმით, აღნიშნულ სასადილოებში კერძები ჯანსაღი პროდუქტით და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მზადდება.

ალექსეი ნავალნი

23 სექტემბერი 2021, 22:51

მსოფლიო

ალექსეი ნავალნიმ Google-ი და Apple-ი ლაჩრობაში დაადანაშაულა

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ IT-კონცერნები Google-ი და Apple-ი ლაჩრობაში დაადანაშაულა. 17 სექტემბერს ალექსეი ნავალნის აპლიკაცია, რომელიც „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ფუნქციას შეიცავს, App Store-დან და Google Play-დან ამოიღეს. აპლიკაცია ხალხს დეტალურ რეკომენდაციებს აძლევდა, თუ ვისთვის მიეცათ ხმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო შანსების შესამცირებლად.

23 სექტემბერი 2021, 22:40

საზოგადოება

კახა კალაძე ნასაგურის დაზარალებულ მცხოვრებებს მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდება

ნასაგურში სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. წაქცეული და დაზიანებულია გარე განათების სადენები და ბოძები. სოფელს ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სამგორის რაიონის გამგეობამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა დროებით სასტუმროებში განთავსება.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობა და ქაოსი ისეთივე ვირუსია, როგორიც კოვიდი, რომლის ვაქცინა ერთადერთია - აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე

მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები საბურთალოს რაიონში მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ დგას.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 22:29

პოლიტიკა

კახა კალაძე გახარიაზე: კაცი ქვეყნის პირველი პირი იყო და სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“​ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გახარიას ქმედებებმა კითხვები გააჩინა.

მამუკა მდინარაძე

23 სექტემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უმძიმესია, მორალურად, როდესაც კადრულობ და მიადგები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და იცი, რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა

მდინარაძის თქმით, ნაცმოძრაობის მხრიდან არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და საბოლოოდ მათი პროვოკაცია მიმართული იყო ადამიანის მიმართ, ვისაც მძიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა და ეს ამბავი იცოდა ყველამ.