Imedi /  30 ივნისი 2021, 21:02 / სანდო წყარო

ანდრეი რუდენკო: გულწრფელად გითხრათ, გახელაძის ამბავი ჩვენთვის მთავარი თემა არ ყოფილა

ანდრეი რუდენკო

ანდრეი რუდენკო

გახელაძის ამბავი ჩვენთვის მთავარი თემა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და ცეცხლის არგამოყენებაზე დოკუმენტზე შეთანხმება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გახელაძის დაკავება რუსეთის ფედერაციის კომპეტენციას არ მიეკუთვნება.

„გულწრფელად გითხრათ, გახელაძის ამბავი ჩვენთვის მთავარი თემა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და ცეცხლის არგამოყენებაზე დოკუმენტზე შეთანხმება. თუ იქნება ამ კუთხით პროგრესი, მაშინ სხვა თემების მოგვარებაც მალე მოხდება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით პროგრესი არ არის, თუმცა მონაწილეებს სურვილი გვაქვს ეს საკითხი გადავჭრათ.

გახელაძის საქმე განხილული იყო ფორმალურ შეხვედრებზეც და ორმხრივი კონტაქტების დროსაც. გახელაძის დაკავება არ მიეკუთვნება რუსეთის ფედერაციის კომპეტენციას. ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა. ჩვენ მოვუწოდეთ ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთს, იპოვონ გამოსავალი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საკითხზე ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს. ეფექტიან კონტროლს ჩვენ არსად ვახორციელებთ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათ ხელისუფლებასთან უნდა გაარკვიოთ. ჩვენ არ ვცნობთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვიყენებთ ტერმინებს ოკუპირებული ტერიტორიები და არ მესმის, რაზე საუბრობთ. ცხინვალი არავის მიერ ოკუპირებული არ არის. გვაქვს შეთანხმება და ამ შეთანხმების საფუძველზე ვეხმარებით, მათ შორის სამხედრო კუთხითაც“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ლაშა დარსალია ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში იმყოფება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.

ყველა სიახლე

ივანე აბაშიძე

03 ივლისი 2026, 14:48

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ლადო სადღობელაშვილი

03 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა - მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას, ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა

როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივლისი 2026, 14:46

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისკენ, - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გურჯაანის რაიონული სასამართლო

03 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო სხდომას სამართალდამრღვევი არ ესწრებოდა.

03 ივლისი 2026, 14:45

რეგიონი

ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭო 17 ახალგაზრდისგან შედგება და მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

03 ივლისი 2026, 14:42

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

03 ივლისი 2026, 14:42

მსოფლიო

Reuters: მონაკოში აფეთქების საქმეზე, რა დროსაც სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, ეჭვმიტანილი ქალია

მონაკოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქების საქმეზე, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი, სამართალდამცველები ქალს ეძებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

03 ივლისი 2026, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ბოკუჩავას განცხადებაზე: ორი წლის თავზე გვაგებინებენ, რომ იტყუებოდნენ, ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი

ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალური არ იყო.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივლისი 2026, 14:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრებისას აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

03 ივლისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ლაშა ფარულავა: სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა

„სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ფიქრობდნენ, რომ ის იყო ოპოზიციის ერთიანი სიისთვის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა ფარულავამ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

03 ივლისი 2026, 14:38

პოლიტიკა

ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო აკრიტიკებს, იმავეს სომხეთის პრემიერ-მინისტრზე არ ამბობს: რა ჩემი გადასაწყვეტია უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ან უცხო ქვეყნის ლიდერის კრიტიკა, რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებ

რადიკალების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს არ აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი არ უარყოფს, რომ ირანის როლი რეგიონში მნიშვნელოვანია თუმცა ირანში ლიდერების ჩასვლას ეწინააღმდეგება.

თენგიზ შარმანაშვილი

03 ივლისი 2026, 14:29

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებზე ვართ და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლის პროცესში ვართ

აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ მოწინავე პოზიციებზე ვართ ყველა მიმართულებით და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლის პროცესში ვართ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება“.

03 ივლისი 2026, 14:26

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მერაბ მალანია

03 ივლისი 2026, 14:24

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას მამა: არ ვეთანხმებით ბრალს. ურეკავდა ადამიანი, რომელიც თვალით არ უნახავს და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს არასათანადოდ ექცევაო, ჩემი ინფორმაციითო, აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. არ გაჰყვა ჩემი შვილი

მე არ ვეთანხმებოდი არც პირველს ანუ შეუტყობინებლობას და არც ამას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში, თუ საჭირო გახდება საზღვრებს გარეთაც. არ იცოდა, - განაცხადა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას მამამ, მერაბ მალანიამ.

რატი იონათამიშვილი

03 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში

სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

ეკა კუპატაძე

03 ივლისი 2026, 14:21

სამართალი

„მიყვარხართ! მიყვარხართ!“ - გიგა ავალიანის დედის რეაქცია პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

03 ივლისი 2026, 14:08

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

03 ივლისი 2026, 14:03

ეკონომიკა

ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

03 ივლისი 2026, 14:00

სამართალი

პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

03 ივლისი 2026, 13:58

ეკონომიკა

ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.