ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
ავთანდილ ცინცაძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარმა წევრმა, ავთანდილ ცინცაძემ ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის მოსახლეობას 2018-2021 წლების ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მის სამაჟორიტარო ოლქში აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა. გარდა ამისა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივებს ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ის პროექტი, რომელიც მის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელდა, ან მიმდინარეობს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის შედეგად დაიგეგმა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, გამოვკვეთეთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში ადგილობრივებისთვის აქტუალური იყო და სწორედ ასე დაიგეგმა განსახორციელებელი პროექტები,“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
მისი თქმით, 2018-2021 წლებში ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სახის პროექტები. მათ შორის აღსანიშნავია, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ორდონიანი, 246 მეტრი სიგრძის ესტაკადის მოწყობა; თოფურიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია; თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა და დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დასრულდება მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები.
გარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, დეპუტატის თქმით, ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში ქუჩებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც ჩატარდა. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან ავთანდილ ცინცაძემ სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა გამოყო. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე, 11 320 კვ.მ ფართობზე, გზის საფარი კაპიტალურად მოწესრიგდა და წყალარინების ახალი ქსელი მოეწყო. როგორც დეპუტატმა განაცხადა, წყალარინების ქსელი ვაშლიჯვრისა და განსაკუთრებით სოფელი დიღმისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა, ან მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები.
ავთანდილ ცინცაძემ სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას ის სამუშაოები გააცნო, რაც ამ მიმართულებით ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში ჩატარდა. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა მოსახლეობას ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში სწორედ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში წარუდგინა. ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე მდებარე 7000კვ.მ ფართობზე განთავსებულ ყველაზე დიდ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც, რეკრეაციულ სივრცეში ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, მოეწყო აუზი და აუზზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, დაირგო ხე-მცენარეები.
რაც შეეხება სოფელ დიღომს; ავთანდილ ცინცაძემ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, 6 100 კვ.მ ფართობზე მოწყობილი სკვერი გამოყო, სადაც ასევე სრულად მოეწყო სარეკრეაციო სივრცისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მეოთხე ოლქის მაჟორიტარმა წევრმა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზეც ისაუბრა და მოსახლეობას სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ვაშლიჯვარში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6, ხოლო სოფელ დიღომში 3 სპორტულ მოედანს. გარდა ამისა, ავთანდილ ცინცაძის თქმით, სხვადასხვა მისამართებზე მოეწყო სატრენაჟორო სივრცეები.
ავთანდილ ცინცაძემ ვრცლად ისაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამისა და ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებაც.
გარდა ამისა, მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო ბაღები აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, სრულად მოხდა მუნიციპალური ავტოპარკის განახლება. ძველი ავტობუსები ახალი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსებით ჩანაცვლდა. კონკრეტულად ვაშლიჯვარში კი #27 მარშრუტზე მოძრავი ძველი ავტობუსები „ISUZU“-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა, ხოლო მეტროსადგურ დიდუბიდან მეტრო დელისის მიმართულებით ახალი #89 ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა, რომელიც სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის გავლით მოძრაობს,“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშში ვაშლიჯვრის დამეწყრილი ზონაც მოხვდა. ავთანდილ ცინცაძემ მეწყრის შესაჩერებლად ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის მეწყერი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ანგარიშის ბოლოს, ავთანდილ ცინცაძემ პანდემიის პირობებში საკრებულოს მიერ განხორციელებული კამპანიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის საკრებულო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარა, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში, საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების ნივთებით დახმარება 397 ოჯახს გაეწია.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 01:30
მსოფლიო
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
29 აგვისტო 2026, 01:14
მსოფლიო
ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის
ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.
29 აგვისტო 2026, 00:55
რეგიონი
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.


