06 ივლისი 2021, 12:21 / სანდო წყარო

„ლელო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს ამბობს

ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში დაწყებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნია და აცხადებს, რომ „ლელო“ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ აპირებს.

დეპუტატის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის წამოწყებით, 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია,

„ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯის გადადგმით, აშკარად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება და ამ ნაბიჯით იგი ბოიკოტს უცხადებს სასამართლო რეფორმას, რისი ვალდებულებაც აიღო შეთანხმებით. ჩვენ მოვითხოვთ: სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე; საჩქაროდ დაიწყოს იუსტიციის არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა და ხმები არის კონსტიტუციით გარანტირებული, სავალდებულოა და ჩვენ გარეშე ვერ დანიშნავენ წევრებს; შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და შედგეს კომისია, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, რაზეც ასევე არის მითითება 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას და ზუსტ და სწორ რეცეპტს მოგვცემს პარლამენტს იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იურიდიულ კომიტეტში და რომლის მიზანიც იყო შეეტყუებინა ოპოზიცია და არსამთავრობო სექტორი და ჩაერთო ამ პროცესში და მერე ეთქვა, რომ ეს პროცესი იყო ინკლუზიური, ეს უკვე არ შედგა. არაერთმა აქტორმა ღიად განაცხადა, მათ შორის, „ლელომ“, რომ ჩვენ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას, ჩვენ ამ შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ“, - განაცხადა, ფრაქციის სახელით, ანა ნაცვლიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს - გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება.

პარლამენტისთვის ასარჩევად, სულ წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 10:40

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 30 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

26 თებერვალი 2026, 10:39

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დაკავება

26 თებერვალი 2026, 10:39

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია "Postv-ის" და ტელეკომპანია „იმედს“ - ისინი აკეთებენ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი

ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევს.

26 თებერვალი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით დარჩიაშვილი

26 თებერვალი 2026, 10:37

პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერი დარჩიაშვილი: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა

მარკო რუბიო არის, ამ ცხოვრების თუ არა, თანამედროვე პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლო: ჩადის ბუდაპეშტში და, ცოტა ხანში, გასივებული ორბანი იმ გახვრეტილ ფიცართან ერთად უკრაინას ევროპულ ფულს უბლოკავს,- წერს ოპოზიციის ლიდერი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 10:25

მსოფლიო

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს.

26 თებერვალი 2026, 10:23

ტაბლოიდი

ომანში აქლემები სილამაზის კონკურსზე ბოტოქსის გამო არ დაუშვეს🐪

კონკურსის მაღალი სტანდარტების გამო, წელს ბევრმა მომშენებელმა გადაწყვიტა აქლემებისთვის ტუჩები ბოტოქსის საშუალებით გაედიდებინათ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ მიორელაქსანტებს - დრუნჩის გამომეტყველების დასარბილებლად და სილიკონის ცვილის ინიექციებს - კუზის ზომის გასაზრდელად.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 10:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს - ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის „საგმირო საქმეების“

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.

ილონ მასკი

26 თებერვალი 2026, 09:53

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა

დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 09:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

26 თებერვალი 2026, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში

26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2026, 09:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.

26 თებერვალი 2026, 09:14

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.

26 თებერვალი 2026, 09:02

მსოფლიო

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 08:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 08:54

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.

მარიამ ლაშხი

26 თებერვალი 2026, 08:45

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

26 თებერვალი 2026, 08:30

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 08:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას

ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.