ეუთო/ოდირმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა
ფოტო: Facebook
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პროცესში.
მონიტორინგის მესამე ანგარიშში. ამის შესახებ აღნიშნულია თავად ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა, ყველა ქვეყანაში. მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა ოდირის (ODIHR) დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.
ODIHR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ახდენს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წარდგენის პროცესში არსებული მთელი რიგი ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას და წარმოაჩენს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად, რომელიც სამჯერ წარიმართა, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს.
ორგანიზაციის ცნობით, მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე, იმ პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღწეული ამ წლის დასაწყისში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია არსებული შეშფოთება, პროცედურის ეფექტურობასა და კანდიდატების მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მოსამართლეთა ნომინირების პროცესის განმავლობაში.
„მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა.
ODIHR-ი ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის მონიტორინგს 2019 წლიდან, რათა ხელი შეუწყოს ხელისუფლების მცდელობას, გააძლიეროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოში. ODIHR-ის მონიტორინგი აფასებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან.
ეს უკანასკნელი მონიტორინგი განხორციელებულ იქნა ODIHR-ის მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. მოსამართლეთა ნომინირების უკანასკნელი პროცესის მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყველა კანდიდატის გასაუბრების პროცესსა და მასთან დაკავშირებული საბჭოს სესიების მონიტორინგს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 14:34
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
12 აპრილი 2026, 14:32
საზოგადოება
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
12 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში
საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.
12 აპრილი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
12 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.
12 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.
12 აპრილი 2026, 13:24
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში
„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.
12 აპრილი 2026, 13:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა
„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.
12 აპრილი 2026, 12:55
პოლიტიკა
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
12 აპრილი 2026, 12:06
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება
ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.
12 აპრილი 2026, 12:04
საზოგადოება
დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.
12 აპრილი 2026, 11:49
საზოგადოება
გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
12 აპრილი 2026, 11:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს
„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.
12 აპრილი 2026, 11:20
მსოფლიო
ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
12 აპრილი 2026, 11:20
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.
12 აპრილი 2026, 11:18
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ
„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.
12 აპრილი 2026, 10:56
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 10:52
საზოგადოება
ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
12 აპრილი 2026, 10:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.


