imedi /  10 ივლისი 2021, 12:05 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს განახორციელებული ისტორიული ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის წმინდა ნაწილი და გაიხსნება მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს პირველად ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრმა ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას, პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის და ინდოეთის მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც ინდოეთში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩართული იყო დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის დაბრუნების საქმეში, მათ შორის ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინდოეთის კულტურის სამინისტროსა და ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურს.

დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა ის მნიშვნელოვანი მოვლენა რომელიც თან ახლავს ამ ვიზიტს: თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ძეგლი ქართულ მხარეს საჩუქრად გადმოეცემა ინდური მხარის მიერ.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და მათ მნიშვნელობას სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლებისა და საკანონმდებლო სფეროებში. მათ ასევე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის და ინოვაციების სფეროებში. ამასთან, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

ყველა სიახლე

02 აგვისტო 2021, 23:14

პოლიტიკა

საგარეო უწყება: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, არაა ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთანაა დაკავშირებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს აქვს მინიჭებული მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 23:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა

ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შესაფასებლად არჩევნები ყველაზე საუკეთესო გამოსავალია.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 23:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმება არის იმის, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ჩაითრია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულების წინააღმდეგ „ბრძოლაში“ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაითრია, რის გამოც პოლიტიკური პოლარიზება არ დასრულდა.

02 აგვისტო 2021, 22:59

COVID19

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 22:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, კეთილგანწყობა, რაც მოდის ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული საქმეებით

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, კეთილგანწყობა, რაც მოდის ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული კარგად გაკეთებული საქმეებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2021, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევაზე: ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ასეთი კვლევები და ეს სპეკულაციების საფუძველი ხდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება

ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, პულსზე ხელი გვიჭირავს და აქედან გამომდინარე, თავდაჯერებულები ვართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ IRI-ის ახალი კვლევის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, როგორც თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება, ასევე დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება.

02 აგვისტო 2021, 22:20

მსოფლიო

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულება რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

02 აგვისტო 2021, 21:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე, გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა.

02 აგვისტო 2021, 21:46

COVID19

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

02 აგვისტო 2021, 21:42

პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

02 აგვისტო 2021, 21:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა - საზოგადოების წინაშე წარდგებიან ადამიანები, რომელთაც თითოეული თბილისელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ექნებათ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის ათივე კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 21:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი

ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით გაკეთდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მათი პარტიის კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი.

02 აგვისტო 2021, 21:15

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძე წარუდგინა. მისი თქმით, თბილისს სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თამარ ტალიაშვილი

02 აგვისტო 2021, 21:07

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

ნინო წილოსანი

02 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი IRI-ის კვლევაზე: ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა

რამდენადაც უნდა ვენდობოდეთ IRI-ის, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი პარტნიორია, იმდენად არ ვენდობით იმ ორგანიზაცია, რომელიც მათი დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა.

IRI

02 აგვისტო 2021, 20:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე IRI-ის კვლევაზე: არ ვიცნობ კვლევის მეთოდოლოგიას, გამოკითხვის შედეგები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს.

02 აგვისტო 2021, 20:56

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს. ორგანიზაცია პერსონათა რეიტინგსაც აქვეყნებს, კვლევა ეხება პანდემიასა და ასევე მედიაგარემოს. ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ ყველაზე სანდო მაუწყებელია.

02 აგვისტო 2021, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 20:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი სულ საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

ყვითელი ლენტი

02 აგვისტო 2021, 20:29

რეგიონი

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შემთხვევა სოფელ ჭოღაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ოჩხომურის ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.