ზაზა გახელაძე: ჩვენი პატრიარქის წყალობითა და ჩვენი მთავრობის გვერდში დგომით, ყველაფერი კარგადაა
ფოტო: ვიდეოკადრი
ჩვენი პატრიარქის წყალობითა და ჩვენი მთავრობის გვერდში დგომით, ყველაფერი კარგადაა, - ამის შესახებ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაფერი კარგადაა და დეტალურად მომდევნო დღეებში ისაუბრებს მისი პატიმრობის შესახებ.
„დღეს ყველაფერი კარგადაა. აქედან მივესალმები ჩემ ოჯახს“, - განაცხადა ზაზა გახელაძემ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.
ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 15:09
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ცალკეული პირები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას”უსამართლოდ აკრიტიკებენ, კვლავაც იღებენ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან - მქონდა შესაძლებლობა მეკითხა, პასუხი კი ისეთი მივიღე, როგორიც მხოლოდ სამშობლოს მოყვარე ადამიანს შეუძლია გასცეს:„ამ ხალხის ღვაწლი, ქვეყნის აღიარებაში შეტანილი წვლილი დასაფასებელია. როდესაც შესაძლებლობა გაქვს, უნდა დაეხმარო. მთავარი ეს არის და არა მისი პოლიტიკური გემოვნება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მისამართით გავრცელებულ მორიგ კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში “ქართული ოცნების” კრიტიკაში არიან, კვლავ იღებენ დაფინანსებას ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან.
18 ივლისი 2026, 15:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სასტუმრო „საქართველოზე“: ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მდარე მანიპულაციებს მიმართავენ კონკრეტული მედიასაშუალებები, თუმცა ამას მიჩვეულები ვართ როგორც „მონიტორისგან“, ისე „ტვ პირველისგან
ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 ივლისი 2026, 14:58
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, როდესაც უცხოური აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი, მოლდოვაში მაინც ხომ ის ხალხია, რომელიც მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ არ ეხმარებიან მოლდოველ ხალხს, „დიფ სთეითის“ ლოგიკით, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი და ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება
რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 ივლისი 2026, 14:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება, ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთი, მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც შეადგენს 52 კილომეტრს, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
18 ივლისი 2026, 14:46
თავდაცვა
საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, გრიგოლ გიორგაძემ პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.
18 ივლისი 2026, 14:44
რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.
18 ივლისი 2026, 14:40
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ საქართველოსთან გადატვირთვის ურთიერთობები ნელ-ნელა დაწყებულიყო და ეს არის ზუსტად ბუნებრივი შედეგი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელ წერილს ეხმიანება.
18 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
18 ივლისი 2026, 14:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: პრემიერისთვის გამოგზავნილი ტრამპის წერილით, ლამის „წერილი წაიღო” ოპოზიციამ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ.
18 ივლისი 2026, 14:30
მსოფლიო
The New York Times: ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკიმ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორა პოტენციური მეტოქე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო
დრონების ომის პოპულარიზაციისკენ მიმართული თავდადებული ძალისხმევით, უკრაინის თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თავადაც ფართო აღიარება მოიპოვა - პოლიტიკური ანალიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით, შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა მისი გადაყენება, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო მეთაურთან დაპირისპირებისას მის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
18 ივლისი 2026, 14:30
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი როტერდამის ნავსადგურის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას და საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრირებულ მუშაობას გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.
18 ივლისი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
18 ივლისი 2026, 14:21
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც, გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის
გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ბუნებრივია გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 ივლისი 2026, 14:03
რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.
18 ივლისი 2026, 13:35
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის
შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
18 ივლისი 2026, 13:01
საზოგადოება
გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
18 ივლისი 2026, 12:52
მსოფლიო
ირანის არმია აცხადებს, რომ ბაჰრეინში მდებარე საჰაერო ბაზას დაარტყა
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს ბაჰრეინში მდებარე შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები იყენებენ. ირანული მხარის განცხადებით, ეს ქმედება ამერიკული დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა.
18 ივლისი 2026, 12:01
კულტურა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა და ის ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება
დამთვალიერებელს სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ნამუშევრების ნახვა 24 ივლისის ჩათვლით შეუძლია. წარმოდგენილი ფერწერული ტილოები უმეტესად ზღვის თემატიკას ასახავს.
18 ივლისი 2026, 12:00
მსოფლიო
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა
18 ივლისის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული გამოცემა ASTRA-ს, მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინისა და უკრაინული ტელეგრამ-არხის, Exilenova+-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნოგინსკსა და ელექტროსტალში ხანძარი გაჩნდა.


