imedi /  19 ივლისი 2021, 09:36 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს პირისპირ შეხვდა

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

30 სექტემბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე: ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი აქ ამოიწუროს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამაზე, რომ აქ ამოიწუროს ეს არამეგობრული ნაბიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

30 სექტემბერი 2022, 09:26

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა

დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

პაატა მანჯგალაძე

30 სექტემბერი 2022, 09:20

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ლუკაშენკომ უნდა იცოდეს, რომ სხვა დროს, აფხაზეთში გასეირნების გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევს

იმაზე რაც ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

30 სექტემბერი 2022, 09:18

საზოგადოება

ავლაბარში ხანძარი იყო

ავლაბარში, სპარტაკის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შემდეგ კი გვერდით მდებარე ბინებზე გავრცელდა.

ნინო ლომჯარია

30 სექტემბერი 2022, 09:13

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველს მოუსმენენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 სექტემბერი 2022, 09:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კეზერაშვილზე: მან ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარა, რომ ფინანსურად ეხმარება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს, შესაბამისად საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა

დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, რითაც მის პოლიტიკურ კავშირებსა და ოლიგარქობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება. მმართველ გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეაფასა. სამხარაძის თქმით, აღნიშნული წერილით კეზერაშვილი აღიარებს, რომ ოპოზიციურ პარტიების დიდ ნაწილსა და ტელევიზიას ფინანსურად თავად ეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 სექტემბერი 2022, 08:49

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მცხოვრებ ერებს: იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის, გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება

პუტინის მიერ გამოცხადებული სპეცოპერაცია ტყუილისა და ტერორის ოპერაციაა და მიზნად რუსეთში მცხოვრები მკვიდრი ერების განადგურებას ისახავს, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა კავკასიის, ციმბირისა და რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, არა უკრაინის, არამედ საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოლონ.

ვლადიმერ პუტინი

30 სექტემბერი 2022, 08:31

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული ყველა შეცდომის გამოსწორება მოითხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული ყველა შეცდომის გამოსწორება მოითხოვა. უშიშროების საბჭოს წევრებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაცია მხოლოდ იმ პირებს უნდა შეეხოთ, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, სამხედრო ნაწილში გაგზავნამდე კი მათ დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ. ნაწილობრივი მობილიზაცია კრემლის ლიდერმა 21 სექტემბერს გამოაცხადა, რასაც რუსეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანა რუსეთის ათობით ათასმა მოქალაქემ დატოვა.

30 სექტემბერი 2022, 08:19

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 219-ე დღე

ომის 219-ე დღე. რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა. მიკოლაევში სარაკეტო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა და 10-ზე მეტი დაშავდა.

30 სექტემბერი 2022, 08:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 სექტემბერს ქუთაისში სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ვლადიმირ პუტინი

30 სექტემბერი 2022, 01:51

მსოფლიო

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 01:08

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 00:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს

საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია

ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია. სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა ატრიალო, რომელ პარტიაზეც მიშა იტყვის ჩემიაო, ეს ხალხიც იქ წავა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2022, 00:46

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: კეზერაშვილი აფინანსებს ადამიანს, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს და ახლა იბრძვის, რომ საქართველომ რუსებს შემოშვებაზე უარი უთხრას

„ახლა გახსნილი საზღვრით შენ უკრაინას ეხმარები, თან ისე, რომ შენი სისხლი არ იღვრება. რუსეთს სჭირდება ის, რომ შენ ჩაკეტო [საზღვარი]“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

30 სექტემბერი 2022, 00:21

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყოველ ჯერზე, ჩვენი თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდებით ბევრი რამ გამართლდა

„ანალოგიური იყო გიორგი ვაშაძის გუშინდელი, თითქოს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს შესთავაზეს მრავალმილიარდიანი პროექტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. დღეს საუბრობს ეს ბატონი (გიორგი ვაშაძე) ამ საკითხებზე და რომ როგორ აზარალა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო და როგორ არ მიიღო მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება საქართველოსთვის. წერილში ჩვენ აღვწერეთ, რატომ არის ეს სახიფათო“.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2022, 00:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ საქართველო ორ თვეში მიიღებს სტატუსს, ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ - ევროკავშირმა თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება ამ საკითხს

ის ხალხი, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი თავს წარმოაჩენს ისე თავის ტელევიზიებში თითქოს ძალიან უნდოდა ამ სტატუსის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არის პუნქტები, რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 00:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

30 სექტემბერი 2022, 00:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც დაინახა კეზერაშვილმა, რომ შეიძლება კანონი მიიღონ, ის შეიძლება ოფიციალურად გახდეს ოლიგარქი და დაექვემდებაროს რეგულირებას, გამოვიდა და ახლა ცდილობს პოლიტიკას შეაფაროს თავი

„ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ მზად ვართ მივიღოთ კანონი, თუნდაც ისეთი, როგორიც აქვს უკრაინას, მაგრამ იქ კანონში რა კრიტერიუმებიც არის ჩამოთვლილი, კეზერაშვილი პირდაპირი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს - ერთ-ერთი პირველი, თუ ვინმე დააკმაყოფილებს, უდავოდ იქნება კეზერაშვილი - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 სექტემბერი 2022, 00:01

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა

უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.