19 ივლისი 2021, 15:42 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის რეგიონი კონფლიქტის მართვის მიკროსამყაროა - თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამას სხვაგანაც მოვახერხებთ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - აშშ-ის არჩევნებით დაწყებული, დასრულებული უკრაინითა და საქართველოთი - რომლის 20%-იც რუსეთს უკანონოდ უკავია. აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება „საჭადრაკო დაფის“ დინამიკურ, რეგიონალურ წინა ხაზზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვა გულისხმობს რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას.

„შავი ზღვის რეგიონი კონფლიქტის მართვის მიკროსამყაროა, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამას სხვაგანაც მოვახერხებთ. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი, კონფლიქტების რეგიონის შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნის ხელშეწყობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში.

„ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში, მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს კი, საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებიც ჩამოვიდნენ. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად ესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

,,გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამედიცინო სფეროს და გაზრდის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

„ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:49

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ საუბრისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

28 მაისი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

28 მაისი 2026, 14:41

საზოგადოება

ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის - ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოვა.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

თორნიკე ფაღავა

28 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სწორად უწოდებენ სააკაშვილს ალიანსის წევრები „მაოხრებელ გზირს“, რამდენადაც, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას, საზოგადოების გახლეჩასა და რევოლუციური პროცესების განხორციელებას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსის წევრები მიხეილ სააკაშვილს „მაოხრებელ გზირს“ სწორად უწოდებენ.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ

44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას.

28 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

The Guardian: დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება

დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება. სტატიას ამ სათაურით The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე

„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორ ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ამით უნდათ აჩვენონ - მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ - კითხულობს შარმანაშვილი.

ზვიად შალამბერიძე

28 მაისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინა დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.

ზურაბ ჩხაიძე

28 მაისი 2026, 14:18

სამართალი

ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე

ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

ნინო წილოსანი

28 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

28 მაისი 2026, 14:17

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს

მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2026, 14:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს

„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 მაისი 2026, 14:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.