ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის მმართველობამდე სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი
ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია
კახა კალაძის მმართველობის პერიოდამდე და 10-15 წლის წინ სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი და უკეთესი პროექტების განხორციელებას შევძლებდით, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისის თქმით, რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია.
„ხშირად მითქვამს, რომ რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია. არაერთგვაროვანი შეფასება არ არის იმის მაჩვენებელი, რამდენად სწორი ან არასწორია ესა თუ ის რეფორმა. რეფორმები რომ გასატარებელია, ამას სულ სხვა კრიტერიუმები და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს. შესაბამისად, ჩვენ ახალია არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რაც არ არის აპრობირებული და გამოცდილი მსოფლიოს განვითარებულ ქალაქებში. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ გასული წლების განმავლობაში, კახა კალაძის მმართველობის პერიოდამდე და 10-15 წლის წინ სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი და უკეთესი პროექტების განხორციელებას შევძლებდით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 20:32
სამართალი
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა - 7 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის თაობაზე. ექვს ბრალდებულს, მათ შორის გიორგი ჩახუნაშვილს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კიდევ ერთს, ია დარახველიძეს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
19 ივნისი 2026, 20:27
მსოფლიო
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების სისტემა იცვლება - რა შემთხვევაში მცირდება თანხის ოდენობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსულტაციები დასრულებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები მაღალი სიჩქარის მოყვარულთათვის.
19 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონებში შეხვედრები დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბოლო, მეათე გასვლითი ღონისძიება წყალტუბოში შედგა. ადგილობრივი და გლობალური გამოწვევები, სწორედ ამ თემების შესახებ იმსჯელეს დისკუსიის მონაწილეებმა.
19 ივნისი 2026, 20:15
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერი: ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ თავდასხმას ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
19 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
პრემიერის ვიზიტი ტაჯიკეთში და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის გაფორმებული ერთობლივი შეთანხმებები ცენტრალური აზიის კიდევ ერთ სახელმწიფოსთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორმხრივი კომუნიკე და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის გაფორმებული ერთობლივი შეთანხმებები ცენტრალური აზიის კიდევ ერთ სახელმწიფოსთან. როგორც მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარულ და კულტურულ კავშირებს.
19 ივნისი 2026, 20:10
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ომიდან მიღებული გამოცდილების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ მის ძალაუფლებას „არანაირი შეზღუდვა“ არ გააჩნია.
19 ივნისი 2026, 20:04
რეგიონი
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდებთან დღევანდელი შეხვედრაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მე-11 კონფერენცია წყალტუბოში გაიმართა. ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დისკუსია შეაფასა ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
19 ივნისი 2026, 20:01
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, საქართველოს პროკურატურასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
19 ივნისი 2026, 19:58
რეგიონი
თეკლა თიკანაშვილი: როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა იდეის გენერირებას, რათა გაგვიზიარონ ხედვები საკუთარი რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა, წყალტუბოში, იმერეთის რეგიონის ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ რეგიონში განსაკუთღებით საჭიროა ახალგაზრდული სივრცეები.
19 ივნისი 2026, 19:49
რეგიონი
ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში
გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, - განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა წყალტუბოში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
19 ივნისი 2026, 19:47
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „მთელი ლიბანი უნდა დაიწვას“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დაგმო ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „მთელი ლიბანი უნდა დაიწვას“ და ისრაელის მთავრობა „მუდმივი ომის“ სურვილში დაადანაშაულა.
19 ივნისი 2026, 19:44
ეკონომიკა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
19 ივნისი 2026, 19:25
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 ივნისი 2026, 19:09
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
ირანმა გააფრთხილა ჰორმუზის სრუტეში გამავალი ყველა გემის მფლობელი და კაპიტანი, რომ სრუტეში შესვლამდე მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, მიიღონ ნებართვა და დააზღვიონ გემები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 18:55
პოლიტიკა
პრემიერი: ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
19 ივნისი 2026, 18:42
პოლიტიკა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიროჯიდინ მუხრიდინმა კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის, რისკების შეფასების, ადაპტაციისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
19 ივნისი 2026, 18:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
19 ივნისი 2026, 18:32
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
დონალდ ტრამპის კომენტარებმა ჯორჯია მელონის შესახებ იტალიურ მედიასაშუალებასთან ახალი დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 18:25
სამართალი
ლანა ცანავა: ფატალური შემთხვევების, დაახლოებით 1/3 მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე - იქ, სადაც არის მაღალი გადაჭარბება, 50კმ/სთ სიჩქარეზე მეტი, კვლავ შენარჩუნდა 300 ლარის ოდენობის ჯარიმა
რაც უფრო მაღალია სიჩქარის გადაჭარბების ხარისხი, მით მეტადაა მოსალოდნელი, რომ დადგეს მძიმე შედეგი. ეს შეიძლება იყოს სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ საგზაო უსაფრთხოების წესებსა და მათი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებზე საუბრისას.


