Imedi /  01 აგვისტო 2021, 19:44 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ირაკლი ღარიბაშვილი;  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ირაკლი ღარიბაშვილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

სატელეფონო საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1-ლ ივნისს შედგა. მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია. ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2024, 22:25

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.

12 ივლისი 2024, 22:21

მსოფლიო

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

12 ივლისი 2024, 22:17

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა, - ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლოიდ ოსტინი ანდრეი ბელოუსოვი

12 ივლისი 2024, 21:57

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

ოთარ შამუგია

12 ივლისი 2024, 21:50

საზოგადოება

ოთარ შამუგია: ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 200 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული

თეთრამღვიმე, ოკაცეს კანიონი და კოლხეთის ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.

12 ივლისი 2024, 21:44

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის დანაკარგები მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მიმდინარე ომის პერიოდში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნენსი პელოსი ბარაკ ობამა

12 ივლისი 2024, 21:17

მსოფლიო

CNN: ობამამ და პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ბექა დავითულიანი

12 ივლისი 2024, 21:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

ძაღლები

12 ივლისი 2024, 21:00

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება

ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2024, 20:28

პოლიტიკა

უზრა ზეია: მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უზრა ზეია - მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ.

12 ივლისი 2024, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

დევიდ ლემი

12 ივლისი 2024, 20:07

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, სამწუხაროდ, კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა პუტინი წავა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

12 ივლისი 2024, 19:56

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:41

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს

ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“.

გოგა ხაინდრავა

12 ივლისი 2024, 19:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სადაც ბაიდენს ტრამპი ვიცე-პრეზიდენტი ჰგონია, ხოლო ზელენსკი პუტინი, ქართული კანონი რუსული რომ ეგონოთ, რა მოხდა? FARA-ც რუსულიაო, გვიმტკიცებდნენ

„თეთრი სახლის ცკ-ის ინსტრუქტორებმა მოუხშირეს ჩამოსვლა და „რუსული კანონის“ გამო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთი.

12 ივლისი 2024, 19:27

მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:19

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

„ომის ქარტია“, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეადგინა, მისი შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად უბრალოდ, წარმოუდგენელია, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ აქტს შესრულება არ უწერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

12 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

1 ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს.