07 აგვისტო 2021, 09:34 / სანდო წყარო

ევროკავშირი: კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და ამ რეგიონებში სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას

ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს ეხმაურება.

„კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ კვლავ მხარს უჭერენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას.

„ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს. კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2021, 02:16

მსოფლიო

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდისა და გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით შეიჭრა

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდისა და გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2021, 01:57

COVID19

საავადმყოფოების კოვიდპაციენტებით გარდაუვალი გადატვირთვის გამო, ლატვიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს დახმარების თხოვნით მიმართა

საავადმყოფოების კოვიდპაციენტებით გარდაუვალი გადატვირთვის გამო, ლატვიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ლატვიის ჯანდაცვის მინისტრმა, დანიელს პავლიუტსმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 01:24

მსოფლიო

Daily Sabah: თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავეს

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

ირმა ხეცურიანი

22 ოქტომბერი 2021, 01:19

პოლიტიკა

ირმა ხეცურიანი კახა კალაძეზე: ჩემი ფავორიტია - პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და მჯერა, რომ შშმ პირები შევძლებთ ადაპტირებულ, ჩვენზე მორგებულ გარემოში ცხოვრებას

მეორე ტურზე წასვლას რა თქმა უნდა ვაპირებ და ვიცი ვინ იქნება ჩემი ფავორიტი - ბატონი კახა კალაძე, - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა პარაფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 01:03

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: უახლოეს პერიოდში ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება

ქუთაისში მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში ახალი ატრაქციების მომზადებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ქუთაისს ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

22 ოქტომბერი 2021, 01:02

პოლიტიკა

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წელს, შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო

მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ შშმ პირი გაიხსენა, რომელიც 2005 წელს სასჯელს მეხუთე საპყრობილეში იხდიდა და სავარძელს იყო მიჯაჭვული. ექსპერტმა აღნიშნა, რომ შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო.

მაია ნიკოლეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მან უნდა მიიღოს ის სერვისები, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა სხვა პატიმრებისთვისაც

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მან უნდა მიიღოს ის სერვისები, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა სხვა პატიმრებისთვისაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 00:48

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 52 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 52 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 17 ივლისიდან ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

შოთა გლურჯიძე

22 ოქტომბერი 2021, 00:48

პოლიტიკა

შოთა გლურჯიძე: საერთოდ რატომ არ არის აკრძალული „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ

საერთოდ რატომ არ არის აკრძალული ეს პოლიტიკური ძალა და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშავთ ამ ხალხის უკან მობრუნება, - ამის შესახებ მხატვარმა, შოთა გლურჯიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მაია ნიკოლეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:27

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა

2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა, გამორიცხული იყო. სახელმწიფო ექსპერტიზას არავინ აწუხებდა. იშვიათად, თუ დაღუპვის შემთხვევა იყო, თორემ ცოცხალ პირებსა და ცემაზე არ ეხებოდა, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ეს უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება

ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ყველა უნდა გამოვიდეს იმისთვის, რომ ეს იყოს დამაჯერებელი არჩევანი და როდესაც დამაჯერებელი იქნება ეს არჩევანი იქ უკვე ამ გადაწყვეტილებისთვის შეწინააღმდეგებაც კი რთული იქნება მათთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 23:47

მსოფლიო

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ჭორვილაში მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი სოფლიდან გააძევა. ვიდეო

სოფელ ჭორვილაში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია და აქტივისტები გააძევა. ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება განმუხტულია.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ღირებულებითი არჩევანი და „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზის უკან დატოვოს

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ საბოლოო ჯამში დამარცხდება ამ ბრძოლაში, მაგრამ ამზადებენ უფრო დიდ ვიზუალს შემდგომი პროტესტისთვის და დააანონსეს კიდეც, რომ 30-ში თუ 31-ში კვლავ შეიკრიბებიან და უნდა იყოს აქცია, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე: პირველ ტურშიც ამ შემადგენლობით გამოვიდნენ და დამარცხდნენ

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ნიკა მელიას მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა შეაფასა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციის შექმნა არაფერს ცვლის.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებას აქვს გამოცდილება, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია

შიმშილობა არ არის სიახლე პენიტენციური დაწესებულებისთვის. მას აქვს გამოცდილება იმისთვის, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია და მით უმეტეს, მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ხავიერ კოლომინა

21 ოქტომბერი 2021, 23:26

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა - აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: რამხელა კრიმინალური ენერგია უნდა იყოს ადამიანში, რომ ამხელა ნაბიჯზე მიდიოდე

ალბათ ასეთ სიტუაციებში ითქმის, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო. მართლაც ძალიან ტრაგიკომიკურია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდია. ფაქტია, რომ ამას დიდი კრიმინალური ენერგია სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

თამთა მეგრელიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 22:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტებით დასტურდება, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმასთან ერთად მისივე სცენარის ნაწილი, საკუთარი თავის გატაცებაც იყო

,კიდევ ერთხელ, გამოჩნდა, რომ ეს არის უსისხლო კაცი, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა და მიდის, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოპარვის ფაქტს.