08 აგვისტო 2021, 16:29 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი

„13 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან. ეს, მართლაც ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობა და ტკივილია. მსურს, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის გმირებს, ვინც ყველაზე სანუკვარი რამ - სიცოცხლე შესწირა, სამშობლოს, მის ერთიანობას. მათი ხსოვნა გვაძლევს კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას, რათა მშვიდობის გზით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას - მათი და ჩვენი შვილების სანუკვარ ოცნებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე.

მინისტრის თქმით, რუსეთმა, წლების წინ, საქართველოში განხორციელებული აგრესიით დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ უსაფრთხოებას, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და დღესაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.

მისი თქმით ომის 13 წლისთავზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის სახით სამართლებრივი შეფასება მისცა რუსეთის ქმედებებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით კვლავაც აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ უმწვავესი გამოწვევისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის განვითარებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს გახლავთ უნიკალური ინკლუზიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ეროვნული ჩართულობით, შემუშავდეს შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ევროპულ, დემოკრატიულ საქართველოში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის მიმზიდველი შესაძლებლობებით, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით“-განაცხადა მინისტრმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2022, 15:35

მსოფლიო

ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ქვეყანაში მორალის პოლიცია უქმდება

ირანში ე.წ. მორალის პოლიცია უქმდება. როგორც Al-jazeera იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2022, 15:15

თავდაცვა

ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა.

04 დეკემბერი 2022, 14:59

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნაძალადევის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა 2006 წლის კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მუხლების პოპულარიზაციიისა და იმპლემენტაციის პროცესების დაჩქარების ხელშეწყობა.

04 დეკემბერი 2022, 14:50

რეგიონი

სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით განხორციელდა.

04 დეკემბერი 2022, 14:31

საზოგადოება

ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

რობერტ სტურუა

04 დეკემბერი 2022, 14:10

პოლიტიკა

რობერტ სტურუა: ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით თბილისი-მშვიდობის ქალაქიაო

ო მ ი და ნ ა ც პ უ ტ ი ნ ი ს ტ ე ბ ი! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში, - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

04 დეკემბერი 2022, 13:43

კულტურა

დღეს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.)

შალვა პაპუაშვილი

04 დეკემბერი 2022, 13:28

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.

აგნიშეკა ჰოლანდი

04 დეკემბერი 2022, 13:12

კულტურა

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა. პოლონელი რეჟისორი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინო ფესტივალის გახსნას დაესწრება, სადაც ასევე ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“.

სალომე ზურაბიშვილი

04 დეკემბერი 2022, 12:54

პოლიტიკა

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

04 დეკემბერი 2022, 12:46

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2022, 12:29

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა 16-დღიან კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა.

04 დეკემბერი 2022, 12:09

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

04 დეკემბერი 2022, 11:30

საზოგადოება

ბისო-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

04 დეკემბერი 2022, 11:21

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

04 დეკემბერი 2022, 09:57

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

04 დეკემბერი 2022, 09:54

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

04 დეკემბერი 2022, 09:19

სპორტი

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 დეკემბერი 2022, 08:52

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს

04 დეკემბერი 2022, 08:23

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.